ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, როგორც ეგვიპტელი გამომძიებლების განცხადებაშია ნათქვამი, სავარაუდოდ ბორტჩამწერის სიგნალი საფრანგეთის ფლოტის ხომალდმა დააფიქსირა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობს.
ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო Airbus A320, რომელიც ფრენას პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა , კაიროს საჰაერო სივრცესთან მოახლოებისას 19 მაისს გაუჩინარდა.
თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი - 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, გაუჩინარებული ლაინერის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები ხმელთაშუა ზღვაში, ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით, 290 კილომეტრში აღმოაჩინეს.
კატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.
ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის შარიფ ფატჰის განცხადებით კი, ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილისამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ტერაქტი ან მექანიკური დაზიანება უფროა, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობა.
კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის სალონში კვამლის დეტექტორი ამუშავდა. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის საავიაციო ინციდენტების გამოძიებისა და ანალიზის ბიურომ დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები






