დღეს, ქერების საერთაშორისო დღეა.
31 მაისი, განსაკუთრებულ დღედ ქერა ქალებისათვის 2006 წელს იქცა. მაშინ მამაკაცთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ რომ ქერების უფლებები უსამართლოდ და უკანანონოდ ირღვეოდა ხუმრობებისა და ანეკდოტების დამსახურებით. ამიტომ, დააწეს და შექმნეს მათი პირადი დღესასწაული ლოზუნგით "მსოფლიოს ქერებო, გავერთიანდეთ!”
ჩვნეს მეზობლად, ბელორუსსა და ლატვიაში იმართებოდა ქერების საზეიმო აღლუმი " გავხადოთ მსოფლიო ნათელი", ხოლო რუსეთში იყო დაწესებული სპეციალური ჯილდო "ბრილიანტის საკინძი".
საინტერესოა, რომ ყველაზე ცნობილი ქერა ქალბატონი სინამდვილეში ბუნებრივად მუქთმიანი ნორმა ჯინ ბეიკერი იყო, რომელმაც კინოში წარმატების მისაღწევად თმა ქერად შეიღება და მერილინ მონრო დაირქვა.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი ქერა - იშვიათი შემთხვევაა და 200 წლის შემდეგ, შეიძლება საბოლოოდ გაქრეს მათი არსებობა დედამიწაზე. მხოლოდ ბოლო 50 წლის განმავლობაში, წმინდა ქერების რაოდენობა უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია.
მასალის გამოყენების პირობები






