„ასეთი ინიციატივები, მიანიშნებს ცივილიზირებულ ბაზარზე. ჩვენი კომპანია ბიზნესს აშენებს მხოლოდ კანონიერ საფუძვლებზე, ჩვენ კარგად გვესმის, რა რისკის ქვეშ დგას მომხმარებელი პროგრამული უზრუნველყოფის დაბალ ფასად შეძენისას საეჭვო სავაჭრო წერტილებში. ან საერთოდაც, გატეხილი პროგრამების დაყენებით. მინიმუმ ეს არის არასტაბილურობა მუშაობისას, დგას რისკი: ღირებული ინფორმაციის დაკარგვის და ზედმეტი კიბერ საფრთხეების გაჩენის. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ კომპანია მაიქროსოფთი იღებს მონაწილეობას საქართველოს ბაზრის განვითარებაში, იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მომხმარებელს“- ამბობს კომპანია „ალტას“ გენერალური დირექტორი კახა ჭოველიძე.
„მომხმარებელი საქმის კურსში უნდა იყოს იმის შესახებ, რომ პროგრამის პირატული ვერსია, როგორც წესი საშიშია. მათი უმრავლესობა შეიცავს, ჰაკერების მიერ დამონტაჟებულ პროგრამას თვალთვალსა და მონაცემთა ქურდობაზე. პირატული საიტი ტყუილუბრალოდ არ ხარჯავს 30 000$-მდე თახნას თავის პროგრესზე“ - აცხადებს პროგრამული აქტივების მართვის და სალიცენზიო პროგრამების შემომწების დირექტორი დსთ-ს ქვეყნებში დიმიტრი ბერესნევი.
პირატული ვერსიის საწინააღმდეგოდ მაიკროსოფთი რეკომენდაციას უწევს მხოლოდ ლიცენზირებულ პროგრამულ პროდუქტებს, რეგულარულად აწარმოებს კომპანიის პერსონალის დატრენინგებას კორპორატიული უსაფრთხოების საფუძვლებზე, ასევე იყენებს სპეციალურ პროგრამებს და სპეციალურ აპარატურას მონაცემთა დაცვის მიზნით.
კორპორაცია მაიქროსოფთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის მონაცემთა მიხედვით, დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლების მიახლოებით 80% წარსულში შეხება ჰქონდათ კიბერდანაშაულთან, ხოლო საშუალო და მსხვილი ბიზნესის კომპანიების 97,5% ერთი წლის მანძილზე ერთხელ მაინც დაუდგათ კიბერდანაშაულის საფრთხე.
გასულ 2015 წელს კიბერ თავდასხმისგან გამოწვეული ზარალმა, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, დაახლოებით შეადგინა 159 მილიარდი დოლარი, „Symantec“-ის მონაცემებით ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა 159 მილიარდი ადამიანი.
ინფორმაცია მაიქროსოფთის შესახებ:
დაარსდა რა 1975 წელს, კორპორაცია მაიკროსოფტი - მსოფლიოს ლიდერია პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაში, პერსონალური კომპიუტერებისთვის და სერვერებისთვის ინტერნეტ ტექნოლოგიების შექმნაში და მომსახურების უზრუნველყოფაში.
მაიკროსოფტი ავითარებს და აწარმოებს ფართო სპექტრის პროგრამულ პროდუქტებს. მათ რიცხვშია: სამაგიდო და ქსელის ოპერაციული სისტემები, სერვერული აპლიკაციები სამომხმარებლო-სერვერული საქმიანობისათვის, სამაგიდო ბიზნეს-პროგრამები და საოფისე პროგრამები მომხმარებლისთვის, ინტერაქტიული პროგრამები და თამაშები, პროგრამები ინტერნეტში მუშაობისათვის და სამუშაო ინსტრუმენტები. ამის გარდა, მაიკროსოფტი გთავაზობთ ინტერაქტიულ (ონლაინ) მომსახურებას, გამოცემს წიგნებს კომპიუტერის თემატიკაზე, აწარმოებს პერიფერიულ კომპიუტერულ აღჭურვილობას, ატარებს კვლევებს ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებისათვის. მაიკროსოფტის პროდუქტები იყიდება 80 ზე მეტ ქვეყანაში, ითარგმნება 45-ზე მეტ ენაზე, ახასიათებს კომპიუტერების უმრავლესობასთან თავსებადობა.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ საიტზე:
http://www.microsoft.com (ინგ, რუს)
მაიკროსოფტი არის დაცული სამარკო ნიშანი აშშ-ში და/ან ქვეყნებში. სხვა პროგრამების და კომპანიების სახელწოდებები, რომელიც გამოყენებულია ამ დოკუმენტში, შეძლება იყოს შესაბამისი მფლობელების სავაჭრო ნიშნები.
მასალის გამოყენების პირობები






