“მე არ მოგცემთ უფლებას თქვენ, ვინც სხედხართ უმაღლეს რადაში სავარძლებში, დაივიწყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინაში თავდაპირველად მაიდანზე და დღემდე იღუპებიან დონბასში” - განაცხადა სავჩენკომ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნადეჟდა სავჩენკომ საპარლამენტო ტრიბუნიდან თავისი გამოსახულებიანი პლაკატი მოხსნა და მათ ნაცვლად რუსეთში სხვადასხვა ბრალდებით გასამართლებლი უკრაინელების სურათები ჩამოკიდა.
სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს.
მარტში, რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.რაც შეეხება რუს სამხედროებს, ეროფეევსა და ალექსანდროვს კიევის რაიონულმა სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით 14-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
პოროშენკოს თქმით, სავჩენკოს გათავისუფლება რამდენჯერმე გადაიდო. მისი თქმით, რუსული მხარე თავისი მოქალაქეების ალექსანდრ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევის 48 საათით ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა უკრაინამ ერთდროული გაცვლა მოითხოვა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში დაკავებული 25 ადამიანის გათავისუფლების საკითხზეც.



მასალის გამოყენების პირობები






