“მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა. ამით გაგრძელდა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები. აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანა შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებამ, კერძოდ ინვესტიციების ზრდამ, რაც განაპირობა ფისკალურმა სტიმულებმა და ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებამ, რაც მოლოდინების სტაბილიზაციის შედეგად მოხდა”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილის თქმით, მიმდინარე წლის აპრილში, მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა სამშენებლო მასალების წარმეობაში - 25%, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში 20%, მშენებლობაში 15%, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოებაში 10%. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, აპრილის თქვეში მან 3,2% შეადგინა, რაც დადებითი ტენდენციაა.
დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, დადებითად შეიძლება შეფასდეს 12%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი.
მასალის გამოყენების პირობები






