თაფლის ხარისხობრივ მაჩვენებელზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია კვლევას ატარებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:33, 31 May, 2016     2334
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თაფლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე კვლევას სრული სპექტრით ახორციელებს. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის მიმართულებით.

2016 წლის მარტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალს თაფლის უვნებლობის მაჩვენებელზე კვლევის 13 პარამეტრი დაემატა. მათ შორის, კვლევები ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფზე, მძიმე მეტალებისა და რადიონუკლიდების ჯგუფზე. აქტიურად მიმდინარეობს ანტიბიოტიკების ჯგუფზე კვლევის პარამეტრების დანერგვაც.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შემუშავებულია გეგმა, რომლის საფუძველზეც სააკრედიტაციო ნუსხას სხვა მიმართულების კვლევები ეტაპობრივად დაემატება.

ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები და ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიის სპეციალისტები უწევენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ მინიჭებულ საერთაშორისო აკრედიტაციას, ISO 17025 ფლობს. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოში ფუტკრისგან მიღებული პროდუქტის ხარიხსობრივ მახასიათებლებზე გამოკვლევას თაფლის ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს. მიმდინარე წლის ივნისიდან, სურსათის კვლევა უვნებლობის აუცილებელ პარამეტრებზე სავალდებულო გახდება. აუცილებელი პარამეტრების ჩამონათვალიდან, გარკვეულ ნაწილზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია გამოკვლევას უკვე ახორციელებს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის/შემოწმების სისტემა აღიარა, საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში მოხვდება და ადგილობრივ მეწარმეებს უფლება მიეცემათ ქართული თაფლი ექსპორტზე ევროკავშირში გაიტანონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42