ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი ივნისში სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.
როგორც "როიტერსი" იტყობინება, ამის შესახებ იუნკერის ოფიციალურმა წარმოამდგენელმა განაცხადა. იუნკერი პირველი ოფიციალური პირია ევროკავშირიდან, რომელიც რუსეთში ჩადის მოსკოვისთვის სანქციების დაწესების შემდეგ.
ევროკომისიის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.
ცოტა ხნის წინ, ის გამოვიდა მოწოდებით რუსეთთან „პრაქტიკული ურთიერთობის“ შესახებ. იუნკერი გააკრიტიკეს ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას ემხრობიან.
2014 წელს ყირიმის ანექსიის და უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო რუსეთს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. ევროკავშირმა მალე უნდა
გადაწყვიტოს, გაუგრძელებს თუ არა რუსეთს სანქციებს.
მასალის გამოყენების პირობები






