"ჯონი ქალებს არ ცემს" - ჯონი დეპის დასაცავად მისი ყოფილი მეუღლეები გამოდიან
ეს საინტერესოა - 12:20, 30 May, 2016     18491
ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სიმპატიურ და სექსუალურ მამაკაცად აღიარებული ჯონი დეპი სკანდალში გაეხვა.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მას 30წლის მეუღლე ემბერ ჰერდი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ემბერმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ძალადობის ამსახველი ფოტოებიც გამოქვეყნა. სასამართლომ ჯონს ემბერთან მიახლოება აუკრძალა, თუმცა მსახიობის დასაცავად ლამის მთელი ჰოლივუდი გამოვიდა. ყველაზე აქტიური მხარდამჭერები კი მისი ყოფილი მეუღლეები აღმოჩნდნენ, რომლებმაც თავიანთი პოზიცია პირველებმა დააფიქსირეს და ჯონის მხრიდან ძალადობა გამორიცხეს.

ვანესა პარადიმ, რომელთანაც ემბერ ჰერდამდე, ჯონმა 14 წელი გაატარა, ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჯონი დეპს იცავს და აცხადებს, რომ მას ქალზე ხელი არასოდეს აუწევია.

„ჯონი დეპი - ჩემი ორი შვილის მამაა. მგრძნობიარე და მოსიყვარულე ადამიანია. მთელი გულით მჯერა, რომ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები უბრალოდ აღმაშფოთებელი ტყუილია. მე მასთან 14 არაჩვეულებრივი წელი გავატარე და ძალადობის გამოვლენის ერთი ფაქტიც კი არ მახსოვს“ - წერს ვანესა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯონი დეპის დასაცავად გამოვიდა, მისი პირველი მეუღლე ლორი ანნ ელისონია, რომელიც 1983-85 წლებში ჯონთან ქორწინებაში იმყოფებოდა.

როგორც ლორიმ განაცხადა, მათი ურთიერთობისას ფიზიკურ ძალადობას ადგილი არასოდეს ჰქონია, „ჯონს ყვირილითაც კი არასოდეს უყვირია.“

მისი თქმით, ჯონი არის ძალიან მგრძნობიარე და კეთილი ადამიანი, რომელიც ქალებს არ ცემს და რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები.

„ჩვენ ძაღლი გვყავდა. ჯონი მასზე ისე ზრუნავდა, ვიდრე ნებისმიერი მშობელი საკუთარ შვილზე“ - წერს ლორი.

ვანესა პარადის ღია წერილის შემდეგ, ჯონისა და ვანესას შვილმა ლილი-როუზ დეპმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა.

„მამაჩემი არის ყველაზე ტკბილი და მოსიყვარულე ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ. ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ყოველთვის იყო არაჩვეულებრივი მამა და ყველა ვინც მას იცნობს, იგივეს იტყვის“ - წერს ლილი.

ჯონი დეპს მხარდაჭერა გამოუცხადა მსახიობმა მიკი რურკმაც. მისი თქმით, მრავალი წელია ჯონს იცნობს და მისთვის მსგავსი არასოდეს შეუმჩნევია.
"ჯონი არის ნამდვილი ჯენტლმენი, გაწონასწორებული ადამიანი, რომელიც არასოდეს გამოდის მდგომარეობიდან" - განაცხადა რურკმა.

შეგახსენებთ, ემბერ ჰერდმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში ჯონი დეპთან განქორწინებაზე სარჩელი გასულ ორშაბათს შეიტანა, ჯონის დედის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ, მთავარ მოტივად კი მეუღლესთან "შეურიგებელი უთანხმოება" დაასახელა. დასავლური მედია მაშინვე ალაპარაკდა, რომ უთანხმოების მიზეზი, ავსტრალიის სკანდალი გახდა. როდესაც ემბერმა ავსტრალიაში გამგზავრებისას დეკლარაციაში ძაღლები არ შეიყვანა, რის გამოც ძაღლებს ევთანაზია, მას კი 10 წლიანი პატიმრობა დაემუქრა. აღნიშნულის გამო წყვილს საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოუწია.

რამდენიმე დღეში ემბერმა ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ განქორწინების მიზეზი, ჯონის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა იყო. მისი თქმით, ბოლო კამათისას ჯონმა მას მობილური ტელეფონი ესროლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42