მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, ყაზახური ავიაკომპანია “SkyBus” ყაზახეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენების შესრულებას იწყებს. რეისები კვირაში 8 სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე განხორციელდება:
· აქტობე-ბათუმი-ასტანა;
· კიზილორდა-ბათუმი-აქტობე;
· შიმკენტი-ბათუმი-კიზილორდა;
· აქტაუ-ბათუმი-შიმკენტი;
· ატირაუ-ბათუმი-აქტაუ;
· ყარაღანდა-ბათუმი-ატირაუ;
· კუსტანაი-ბათუმი-ყარაგანდა;
· ასტანა-ბათუმი-კუსტანაი
ფრენები Bombardier CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისრტოს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის 3 თვიანი ნებართვა მიენიჭა.
ბათუმის მიმართულებით აღნიშნული რეისების შესრულება მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნესურთიერთობების განვითარებას.მნიშნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები






