ამის შესახებ პოროშენკომ უკრაინული ტელეკომპანია "ინტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გენადი აფანასიევი 2015 წლიდან რუსეთში პატიმრობაში იმყოფება, მას შვიდი წელი აქვს მისჯილი. აფანასიევს ყირიმში ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ედება ბრალად. ამავე საქმეზე 20 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი წლის ოლეგ სენცოვსა და ალექსანდრ კოლჩენკოს.
6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი უკრაინის თავდაცვითი საწარმოს "ზნამიას" ყოფილ დირექტორს 73 წლის იური სოლოშენკოს. მას უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი.
შეგახსენებთ, რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო 25 მაისს, ორ რუს სამხედროზე , ეროფეევსა და ალექსანდროვზე გაცვალეს.
სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს.
მარტში, რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.რაც შეეხება რუს სამხედროებს, ეროფეევსა და ალექსანდროვს კიევის რაიონულმა სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით 14-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
პოროშენკოს თქმით, სავჩენკოს გათავისუფლება რამდენჯერმე გადაიდო. მისი თქმით, რუსული მხარე თავისი მოქალაქეების ალექსანდრ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევის 48 საათით ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა უკრაინამ ერთდროული გაცვლა მოითხოვა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში დაკავებული 25 ადამიანის გათავისუფლების საკითხზეც.
მასალის გამოყენების პირობები






