30 მაისის ანონსი
ანონსი - 21:08, 29 May, 2016     1050

09:45 საათზე - სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში, ქართველი მეცნიერებისთვის და პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირებისათვის (NCP) საინფორმაციო დღე და სემინარი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გახსნის.

10:00 საათზე - სასტუმრო “რედისონში”, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასპინძლობით, „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გაიხსნება, რომელშიც მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას.

10:00 საათზე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11:00 საათზე - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია „სესიაშვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის - ,,სიკეთე" გაყიდული თოთო ბოთლიდან 50 თეთრი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება.

მისამართი: ღვინის ეროოვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში (მის: მარშალ გელოვანის გამზ 6ა)

საკონტაქტო პირი - ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19

11:00 საათზე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ინიციატივით და "პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის" თანამშრომლობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საქართველო - აშშ ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავების" თაობაზე

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

11:00 საათზე - დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მისამართი: დევნილთა სამინისტრო, თამარაშვილის 15ა

11:00 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან და საკუთარი, ახალი პოლიტიკურ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.

მის: წერეთლის #116, ბიზნესცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

11:30 საათზე - პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 საათზე - ბენდელიანის ქუჩა N2-ში საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა რეაბილიტირებულ სპორტულ მოედანს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

მისამართი: ბენდელიანის ქუჩა N2 ( კოსტავას ქუჩის მიმდებარედ)

საკონტაქტო პირი: ნინო გულბათაშვილი 595169163

12 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს.

მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N10

12:00 საათზე - კულტურის სამინისტროში, რაბათის ტერიტორიაზე დაგეგმილი ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" პარლამენტის წევრი, "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს.

მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული

საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

12:20 საათზე - საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.

მის: ინოვაციების ქ. # 7, ოქროყანა

12:30 საათზე - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, და ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ (GEA) ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.

მის.: თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 54 44 15

13:30 საათზე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის რიგით მესამე სხდომა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, იუდეველური და ევანგელისტურ-ბაბტისტური თემის საკითხები განიხილება.

14:00 საათზე - სასტუმრო ”რუმსში“ 2 ივნისს დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაგეგმილ აქციასთან „არ დაიჭირო!“, დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: მ. კოსტავას ქ. #14

14:30 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, "საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან" თანამშრომლობით მართავს, პროექტის „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ პლენარულ სესიას. შეხვედრას საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტები - ანდრეი კისკა და გიორგი მარგველაშვილი დაესწრებიან.

15:00 საათზე - პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო პირი გიორგი ახალკაცი - 599 210801

15:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

17:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდრეი კისკასთან

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42