12:00 საათზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში პოლიციის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელები დაესწრებიან.
მისამართი: აღსრულების ეროვნული ბიურო,აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი
12:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“, "თბილისის ტრამვაი", “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია”, “საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია”, „იარე ფეხით“, “საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი”, “ჯამპ სტარტ ჯორჯია” აქციას გამართავენ.
საკონტაქტო პირი: ეკა ლალიაშვილი 577 32 72 71
13:00 საათზე, დიღომში ”ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე, ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატის „თბილისი 2016“ - ის საორგანიზაციო კომიტეტი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და კომპანია „აფდეით კო“ ქართველ მოხალისეთა დღეს ფერების მარათონითა და საზეიმო კონცერტით აღნიშნავს.
4:00 საათზე ,ახალციხეში, უძველესი სინაგოგის დაარსებიდან 275 და განახლებიდან 153 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.
მის:ახალციხე, გურამიშვილის №90
15:00 საათზე - უძველესი სინაგოგის დაარსებიდან 275 და განახლებიდან 153 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო დახვედრა გაიმართება „ახალციხის ციხეზე“.
18:00 საათზე - მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართულ–ებრაული, 26-საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ.
18:00 საათზე - ”დანტე ალიგიერის საზოგადოება” ევროპის სახლში დანტეს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
საკონტაქტო პირი: 599 54 22 89
მასალის გამოყენების პირობები






