"მხარი დავუჭიროთ პატრიოტულ ჰომოსექსუალიზმს“ - ვასაძის მეგობარი და რუსეთის იდეოლოგი დუგინი
მსოფლიო - 18:19, 28 May, 2016     9370
ჰომოსექსუალიზმი (ისევე როგორც კორუფცია) შესაძლოა იყოს კომპრადორული (ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული), და პატრიოტული, - წერს რუსული იმპერიალიზმის ერთერთი წამყვანი იდეოლოგი, პუტინთან დაახლოებული პირი, ალექსანდრე დუგინი წიგნის, „ჰომოსექსუალიზმი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სამსახურში“, წინასიტყვაობაში.

დუგინის აზრით, ცივილიზაციების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ჰომოსექსუალიზმს უარყოფით კონტექსტში არავინ განიხილავდა, მას ნეიტრალურ მოვლენად აფასებდნენ.

„თუ გავიხსენებთ ტამპლიერებ ან ზოგიერთ დახურულ აღმოსავლურ კულტებს, ისინი ჰომოსექსუალიზმს ასე ვთქვათ განიხილავდნენ როგორც საკრალურ საწყისთან მიახლოების საშუალებას, ე.წ. მორალური სიკვდილის გავლით. იგივე გვხვდება მანიქეიზმისა და ადრექრისტიანული სექტების მისტიკასა და იდეებში.

მეორე მხარეა ჰომოსექსუალიზმის უარყოფითი კუთხით გამოყენება. ანუ, როდესაც ის გარკვეული ძალების ხელში ერთგვარ იარაღად იქცევა,“ - წერს დუგინი.

მისი აზრით, გახდა რა ჰომოსექსუალიზმი მასობრივი მოვლენა, ზოგიერთი მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის მიმდევარის ხელში ის გახდა თანამედროვეობის გამოხატულების სიმბოლო და კატალიზატორი. მისი მეშვეობით მსოფლიოში ტრანსლირდება ჰედონიზმის, ლიბერალიზისა და სხვა სახის იდეები.

„მაგრამ მე მინდა აღვნიშნო მთავარი - ზემოთქმულის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ისეთი მოვლენა, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი (ისევე როგორც კორუფცია) შესაძლოა იყოს კომპრადორული (ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული), და პატრიოტული. ამიტომ, ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, შესაძლოა დავუშვით შეცდომა, როდესაც ფაქტიურად ყოველგვარი ბრძოლის გარეშე დავთმეთ ჰომოსექსუალიზმის შესახებ საუბრები.

დღეს ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ პატრიოტულ ჰომოსექსუალიზმს და დავუპირისპიროთ ის ევროპულ სოდომიას, ამით ჩვენ კიდევ ერთ კოზირს წავართმევთ დასავლელ პროპაგანდისტებს,“ - აღნიშნავს დუგინი.

დუგინი რუსული პატრიოტული გეი-მოძრაობის ლიდერად ბაიკერ „ქირურგს“ (ალექსანდრე ზალდასტანოვი), ხელისუფლებასთან დაახლოებულ და მის მიერ დაფინანსებულ „ღამის მგლების“ ლიდერს ხედავს.

„მისი ქმედებები ცალსახად წარმოაჩენსმის პოლიტიკურ ორიენტაციას. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სექსუალური ორიენტაცია,“ - ასკვნის დუგინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42