რობი უილიამსის გუშინდელმა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
როგორც აღმოჩნდა, კმაყოფილი დარჩა არა მხოლოდ ქართველი მაყურებელი, არამედ თავად მომღერალიც.
“ეს იყო სენსაციური, წარმოუდგენლად თბილი საღამო. იმის გათვალისწინებით, რომ აქ არასდროს ვყოფილვარ, ძალიან ვნერვიულობდი. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტექსტები. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში და საკმაოდ ვღელავდი. მაგრამ ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა“ - განაცხადა მომღერალმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
მომღერლის თქმით, აღფრთოვანებული დარჩა ქართველი ხალხით, ასევე კლიმატით, მაგრამ ყველაზე მეტად როგორც ჩანს სამზარეულოთი. როგორც თავად აღნიშნა განსაკუთრებით ნიგვზიანი ბადრიჯანი მოეწონა.
" ეს დღე მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას“ - განაცხადა ბრიტანელმა მომღერალმა, რომელმაც საქართველო გუშინვე დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






