გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სასამართლომ ჯონი დეპს ცოლთან, მსახიობ ემბერ ჰერდთან ურთიერთობა აუკრძალა.
ემბერ ჰერდმა მეუღლე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა და ძალადობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მსახიობის განმარტებით, გასულ შაბათს კამათის დროს, ქმარმა მას მობილური ტელეფონი ესროლა.
ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი ამ დროისთვის ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ჰერდმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში ჯონი დეპთან განქორწინებაზე სარჩელი ორშაბათს შეიტანა, მთავარ მოტივად კი მეუღლესთან "შეურიგებელი უთანხმოება" დაასახელა. დასავლური მედია მაშინვე ალაპარაკდა, რომ უთანხმოების მიზეზი, ავსტრალიის სკანდალი გახდა. როდესაც ემბერმა ავსტრალიაში გამგზავრებისას დეკლარაციაში ძაღლები არ შეიყვანა, რის გამოც ძაღლებს ევთანაზია, მას კი 10 წლიანი პატიმრობა დაემუქრა. აღნიშნულის გამო წყვილს საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოუწია.
სასამართლო მოსმენაზე ემბერ ჰერდმა საკუთარი ფოტო წარადგინა, რომელზეც ყელისა და თვალის ირგვლივ სილურჯეები აღენიშნება.
ემბერი ფოტოგრაფებმა სასამართლოს დატოვების შემდეგ სახეზე სილურჯეებით დააფიქსირეს.
როგორც დასავლური ტაბლოიდები იტყობიენებიან, ჯონი დეპი უკვე დაუკავშირდა განქორწინების საკითხებში ყველაზე ცნობილ ადვოკატს და საქმის სწრაფად მოგვარება სთხოვა. მსახიობს ნამდვილად რთული პერიოდი აქვს. მეუღლესთან დაკავშირებული სკანდალის გარდა, მას 20 მაისს ჯონს დედა გარდაეცვალა. 81 წლის ბეტი ლოს -ანჯელესში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.




მასალის გამოყენების პირობები






