10:00 საათზე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების პილოტირების პროცესს დაესწრება.
მის: მუხიანის III მ/რ, N175 საჯარო სკოლა
საკონტაქტო პირი თეიკო ანჯაფარიძე - 5 77 500 935
11:00 საათზე - იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, „სპეციალური სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის სამართლებრივ საკითხებზე“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
მის.: ნოდარ ბოხუას ქ. #19 (დიღმის მასივი), იუსტიციის უმაღლესი სკოლა
11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებებს გამართავს. გამოიფინება სამხედრო ჯავშანტექნიკა, გაიმართება სამთო, კიბერ და სამედიცინო სწავლებები, სხვადასხვა თამაშები, სამხედრო ორკესტრების შოუ, ასევე, ქართველი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საპარაშუტე შოუ და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი წარმოდგენები.
მისამართი: მიხეილ თამარაშვილის 13
საკონტაქტო პირი: მადლენა მაჭარაშვილი, მობილური: 591076171
11:30 საათზე - "თავისუფალი საქართველოს" ოფისში პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისა და იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება შპს "პარკინგ სერვისის" საქმეზე.
მის: ბორჯომის ქ. #2
ტელ: 597 35 22 88.
12:00 საათზე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში ქუთაისის შშმ პირთა ახალგაზრდული საქველმოქმედო ასოციაციის ,,მოწყალება“ წევრთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება.
მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული
13:00 საათზე - „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი’’ მთაწმინდის რაიონულ ოფისს გახსნის და მთაწმინდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს წარადგენს.
მის: რუსთაველის გამზ. ##38
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555 56 19 90
13:00 საათზე - ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული მუზეუმის დირექტორი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან.
მის.: ვანის მუნიციპალიტეტი, ოთარ ლორთქიფანიძის ქ. #32, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ტერიტორია
საკონტაქტო პირები: ხათუნა პაიჭაძე- 591 41 05 45, ილონა ხვიჩია- 591 70 54 81
13:00 საათზე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა, დაბა ჩაქვი, მიგინეიშვილის ქ. №25
14:00 საათზე - ახალ სპორტის სასახლეში მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის ყრილობა გაიმართება.
14:00 საათზე - კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ თავის სერვის ცენტრში (ჩოლოყაშვილის 1, ვაკის-პარკის წინ) სოკარის ევროპის ჩემპიონატის ლატარეის გათამაშებაში გამარჯვებულებს საზეიმოდ დააჯილდოებს.
საკონტაქტო პირი ანა მეტრეველი - 599 271719
14:00 საათზე ზესტაფონის რაიონში ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობით მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება გაიხსნება.
გახსნას დაესწრებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, დირექორის მოადგილე ხათუნა თოდაძე, ზესტაფონის რაიონის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, შროიმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
მის: ზესტაფონის რაიონი, უზანიძის ქუჩა #142.
საკონტაქტო პირი: ანუკა წიკლაური, ტელეფონი - 599296050
16.00 საათზე - საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის წითელ დარბაზში კანადაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ელენე (პეპი) ბოჭორიშვილის სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
18:30 საათზე - ფანჯიკიძის ქ. N22-ში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა), საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის“ მასშტაბური პროექტი ,,მწვანე ალმასის“ პრეზენტაცია გაიმართება. ახალი პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონიას საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი რუსა შამუგია (+995) 568 803 803
მასალის გამოყენების პირობები






