ცნობისთვის, გალის შეხვედრების მექანიზმზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილში თქვა უარი და ეს უარი თავდაპირველად უკავშირდებოდა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ყოფილ ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს, რომელსაც სოხუმი მიკერძოებასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებდა. ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ ანჯეი ტიშკევიჩი „არასასურველ პირად“ გამოაცხადა და გალის შეხვედრებზე უარი თქვა. მართალია, ტიშკევიჩმა ეს პოსტი მალე დატოვა და 2013 წელს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას უკვე სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა, მაგრამ გალის შეხვედრების აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა.
ოკუპირებულ გალში გამართულ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზთან ვერაგულად მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ბერაიას განცახდებით, შეხვედრაზე ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
დღეს, ქართულმა მხარემ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემაც მოითხოვა, რათა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლდეს, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს და ქართულ მხარეს გამოძიების მასალების გადაგზავნა მოსთხოვეს.
რას მოუტანს IPRM-ის გალის შეხვედრების აღდგენა საქართველოს ამის გარკვევას „ნიუპოსტი“ ექსპეტებთან შეეცადა.
მამუკა არეშიძესა და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს შოთა უტიაშვილს გოგა ოთხოზორიას მკვლელობაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქციის შეფასებაც ვთხოვეთ.
შოთა უტიაშვილი გალის შეხვედრების აღდგენას დადებითად აფასებს მისი თქმით, „მართალია მსგავს შეხვედრებზე პოლიტიკური საკითხები არ წყდება, თუმცა ეს ფორმატი გარკვცეული თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა“.
„თავისთავად ცხადია, რომ ოთხოზორიას მკვლელს არ გადმოგვცემენ, აქ სხვა გზებს უნდა მიმართონ. სამართლებრივი მექანიზმი სამწუხაროდ არ არსებობს, პრაქტიკა არის ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის, ამ შემთხვევასიც შეიძლება გარკვეულ ჯგუფი ერთობლივად ჩაერთოს გამოძიების პროცესში, თუმცა ცხადია, რომ ეს ჯფუფი ეჭვმიტანილს ბრალს ვერ წაუყენებს და ვერც მის გადმოცემას მოახდენს“- აღნიშნა უტიაშვილმა.
შს ყოფილი მაღალჩინოსანის თქმით, რუსეთს, როგორც ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა მის მიმართ სამართლებრივი პრცედურების დაწყება შეუძლებელია.
„ეს ფაქტი, სართაშორისო ასპარეზზე უნდა გადაიტანიოს საგარეო სამქეთა სამინისტრომ, და მოითხოვოს საერთაშორისო რეაგირება“- უთხრა „ნიუპოსტს“ უტიაშვილმა.
მისი თქმით, ხურჩაში ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი სმართალდამცავების ძველ პოზიციებზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
„ჩვენთვის არავის აუკრაძალავს იქ დაბრუნება, ხელისუფლებას დღესაც შეუძლია ეს გააკეთოს. ფაქტია, რომ ჩვენი მოქლაქეები, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ, თუმცა გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფაზი და რუსი სამხედროების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებულნი, რაც ყოვლად დაუშვებელია“ - განმარტა უტიაშვილმა.
ექსპერტი მამუკა არეშიძეც დარწმუნებულია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემა არ მოხდება.
„ჩვენ რეალურად უნდა შევხედედოთ ფაქტებს. ვფიქრობ, რომ ასეთი რამ არ მოხდება, ჩვენ არა გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულება და ვერც გვექნება, აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა, თან რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკად... მოკლედ ეს გამორიცხულია. არც დე-ფაქტო ხელისუფელბის კეთილი ნების იმდედ უნდა ვიყოთ“- აღნიშნა ექსპერტმა.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას არეშიძემ თქვა, რომ აფხაზი საზოგადოების ნაწილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გმობს.
„ცინიკურად რომ ვთქვათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც გული შესტკივათ ამ მკვლელობის გამო. საქმე ის არის, რომ აფხაზეთი ცდილობს რაღაცნაირად პოზიციონირება მოახდინოს, რომ ცივილიზებული სახელმწიფოა და ეს მკვლელობა არ აწყობდათ. ისინი შეეცდებიან, რაღაცნაირად გამოისყიდონ და ამიტომაც არის ამ პიროვნების მიმართ საქმე აღძრული მკვლელობის ფაქტზე. ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, მკვლელობიდან მალევე მაღალი რანგის დადასტურებული ინფორმაცია არსებობდა, რომ ის პიროვნება დაკავებული იყო, თუმცა როგორც ირკვევა არამხოლოდ დაკავებაზე, არამედ მის იდენტიფიცირებაზეც კი ეჭვებია და ეს ოფიციალური განცხადებითაც დადასტურდა“- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
რაც შეეხება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას, არეშიძე ამბობს, რომ ეს ფორმატი კრიმინალური შემთხვევების აღკვეთისა და პრევენციის საშუალებას იძლევა.
„რომ გითხრათ, ამ ფორმატით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება, რასაკვირველია ეს ასე არ ხდება. ყოველშემთხვევაში, ეს არის ის, რომ თითებით მაინც შევაჩეროთ ზვავი.
ანუ პროცესები გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მექანიზმი საშუალება აძლევს ჩვენს პარტნიორებს, იყვნენ ჩართულები მთლიანად კონფლიქტის მოგვარების საქმეში, შედეგი როგორი იქნება, რთული სათქმელია ეს არის ხანგრძლივი დროის საკითხი, მაგრამ სულ არაფერს მაინც ჯობია ასეთი ტიპის შეხვედრები“- აღნიშნა ექსპერტმა.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა არსებობს, თუ არა რაიმე სახის მექანიზმი, რომ ხურჩაში მომხადრი მკვლელობის გამო რუსეთს, რომელიც თითქოს კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიას ასრულებს, პასუხისმგებლობა დაეკისროს, რაზეც მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას თავის თავზე აქ საზღვრის დაცვის პასუხისმგებლობა აქვს აღებული, შესაბამისად რაც ე.წ საზღვარზე ხდება, რუსეთის ხელისუფლების კისერზეა.
„მიუხედავად, ოფიციალური ხელშეკრულების არსებობისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხელი დაიბანა და ყველაფერი აფხაზებს გადააბრალა. რუსეთი ცდილობს უდანაშაულოდ გამოჩნდეს, ეს რუსეთის სტილია. ამიტომ ძალიან რთულია, რომ ეს პასუხისმგებლობა კრემლმა აიღოს. ჩემი აზრით, უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ჯერ-ჯერობით მთავარ საკითხად არ დავაყენოთ, რომ რუსეთი რამენაირად ვაიძულოთ, რომ რაიმე ძალ-ღონე გამოიჩინოს, რომ დამნაშავე დააკავონ და დასაჯონ“- განმარტა მან.
მამუკა არეშიძე ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და ენმ-ს შეახსენა, რომ საოკუპაციო ხაზთან წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა მსგავსი შემთხვევები.
„მე ოპოზიციას პირს ვერ ამოვუკერავ, ფაქტები შემიძლია მოვიყვანო 2007, 2008 და 2011წლის იგივე ხდებოდა, ეს ის წლებია, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალები იყვნენ. განმუხურის პოლიციის ქვედა დანაყოფზე თავდასხმა და პოლიციელის მკვლელობა ხომ არ დაავიწყდათ. ან 2011წელს, როცა სამხედროებმა ჯონჯოლის საკრეფად გასული ჭუმბურიძე და ლომსაძე მძიმედ დაჭრეს. წინა ხელისუფლების მხრიდან ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე საუბარი პოლიტიკური ქულების დაწერაზე ზრუნვაა.
არც ის განცხადებაა სწორი, რომ ოთხი წლის განმავლობაში არაფერი არ მომხდარა. ერთი შემთხვევა იყო მხოლოდო და ეს ჯანსაღი მიდგომა არ არის. რაც შეეხება ქართველი სამართალდამცავების პატრულირებას და საგუშაგოების გადაწევას, თავის დროზე ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თხოვნა იყო, დღეს კი ამ საშინელი შემთხვევიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები და პოსტები გადაიტანოს წინ" - აცხადებს არეშიძე.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






