სტანისლავის გულშემატკივრები პროექტის პროდიუსერებს სთხოვენ რომ სმს რეიტინგი გამოაქვეყნონ რადგან ისინი გრძნობენ, რომ სტანისლავს პროექტში ჩაგრავენ და არ აფასებენ ისე როგორც საჭიროა, არაერთი პოსტი დაიწერა უკვე ამის შესახებ "ცეკვავენ ვარსკვლავები"-ს ოფიციალურ გვერდზე მაგრამ ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა.
ყურადღება!!!
მოგმართავთ თითოეულ გულშემატკივარს!!!
მიიღეთ როგორც თხოვნად და მოთხოვნად!!!
შეძლებისდაგვარად, ყოველდღიურად ვუგულშემატკივროთ სტანისლავ ბონდარენკოს და ნიკე კეშელავას !!! დავამესიჯოდ ბევრჯერ ნომერზე 95 332 რომ ჩვენი რჩეული წყვილი იყოს პროექტში ყოველთვის ლიდერი და რაც მთავარია ვიხილოთ ფინალში!
გავაქტიურდეთ ცეკვავენ ვარსკვლავების გვერდზეც და ვაგრძნობინოთ იმედს რამდენი გულშემატკივარი ყავს ამ წყვილს. მოვთხოვოთ ტელეკომპანია იმედს იყვნენ რეალისტები და აღიარონ მათი ლიდერობა! გამოხატონ ეს ყოველივე შედეგებში!
მოკლედ გადავიდეთ აქტიურ გულშემატკივრობაზე. წინა ლაივმა მგონი დაგვანახა ის საშიშროება რომელიც გველის თუ არ ვიაქტიურებთ!!! ჩვენ ვხედავთ სტასს და ნიკეს ფინალში !!! 95 332 :)
ბონდარენკოს ფანები პირველობას არავის უთმობს , ვნახოთ დააკმაყოფილებს თუ არა პროექტი ხალხის მოთხოვნას.
''იმედის'' ტელევიზიის გასაგონად. ამ გადაცემას რეიტინგი იმიტომ აქვს რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სტანისლავ ბონდარენკოს მხარდამჭერია და მის გამო უყურებენ ამ გადაცემას მიუხედავად იმისა რომ სხვა არხზე არანაკლები რეიტინგული პროექტი X ფაქტორი გადის. ამიტომ მიკერძოებულად ნუ იქცევა ჟიური. ყველა კარგად ხედავს ვისი გაყვანაც უნდათ როგორ მაღალ ქულებს უწერენ. არ აქვს მნიშვნელობა კარგად ცეკვავს თუ ცუდად. ბონდარენკოს გაგდებით თქვენ რეიტინგსაც დაკარგავთ, მაყურებელსაც და სმს-ებსაც. ამიტომ სამართლიანად მოიქეცით" - წერს სტანისლავ ბონდარენკოს გულშემატკივარი




მასალის გამოყენების პირობები






