იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ერთად ობამა მემორიალურ პარკს ეწვია და ბირთვული დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„71 წლის წინ ციდან სიკვდილი ჩამოვარდა და მსოფლიოც შეიცვალა“ - განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, ჰიროსიმას ბირთვულმა დაბომბვამ გამოავლინა, როგორ შეუძლია კაციობრიობას თვითგანადგურება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიომ უნდა გამონახოს გზა, მსგავსი უბედურების თავიდან ასაცილებლად.
აღსანიშნავია, რომ ჰიროსიმას ტრაგედიის გამო, ბარაკ ობამას აშშ-ის სახელით ბოდიში არ მოუხდია.
აპრილში, ჰიროსიმაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფებოდა. კერიმ ბირთვული აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო და სტუმრების წიგნში ჩანაწერიც დატოვა. კერი პირველი სახელმწიფო მდივანი გახდა, რომელიც ჰიროსიმაში ჩავიდა. მისი თქმით, ის ამაყობს ამით.
1945 წლის 6 აგვისტოს შშ-ის ძალებმა ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს, მეორე ბომბი სამი დღის შემდეგ ნაგასაკიში. ჰიროსიმას დაბომბვა ისტორიაში ბირთვული იარაღის საბრძოლო მიზნებისათვის გამოყენების პირველი შემთხვევა გახდა. ბირთვულ აფეთქებას 130 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 100 ათასზე მეტი ადამიანი კი მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში გარდაიცვალა.




მასალის გამოყენების პირობები






