პაშა ბანკმა MEETING ROOM – ის ფარგლებში პირველ ბიზნეს კონფერენციას უმასპინძლა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:14, 27 May, 2016     948
25 მაისს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდა ბიზნეს კონფერენცია - „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში.“ აღნიშნული კონფერენცია პაშა ბანკის ახალი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში შედგა და მისი მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Colliers International Georgia.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად დაუჭირა მხარი აღნიშნულ შეხვედრას, რადგან მზარდი ტურისტული ნაკადის ფარგლებში, რასაც ბოლოდროინდელი სტატისტიკა ადასტურებს, კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფორუმის დამსწრეებს ბნ-მა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო საქართველოში ტურიზმის არსებული დინამიკა, მიღწევები და სამომავლო გეგმები.

Colliers International-ის ბრიტანეთის ოფისიდან სპეციალურად მოწვეულმა სპიკერმა მარკ ფინიმ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ ოპერატორების უპირატესობებზე ისაუბრა. Colliers International უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიაა, საქართველოს ოფისის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების კვლევა, შეფასება და კონსულტაცია, კორპორატიული ბროქერიჯი და დეველოპმენტ კონსალტინგი წარმოადგენს.

კონფერენციას ესწრებოდნენ სასტუმრო ბიზნესში ჩართული და ამ სექტორით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები: Hotels and Preference, Rixos, Hilton, Marriott, Dreamland Oasis, Axis, Anagi და სხვა.

„მოხარული ვართ, რომ MEETING ROOM-ის პირველი შეხვედრა წარმატებით შედგა და ჩვენ რეალურად დავინახეთ მისი, როგორც ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის, მნიშვნელობა. ვიმედოვნებთ, აღნიშნული კონფერენცია დადებითად აისახება ქვეყანაში სასტუმრო ბიზნესის განვითარებაზე და პაშა ბანკი თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესში. MEETING ROOM-ის ფარგლებში პაშა ბანკი მომავალშიც უმასპინძლებს კონფერენციებს სხვადასხვა თემატიკაზე. “ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

შეგახსენებთ, რომ MEETING ROOM - ეს არის პაშა ბანკის ახალი პროექტი, სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც თავს მოუყრის კონკრეტული ინდუსტრიებით დაინტერესებულ ადამინებს და შექმნის ახალ საკომუნიკაციო სივრცეს გამოცდილების და იდეების გაზიარებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42