ქართული ღვინის წარდგენა ჰონგ-კონგში
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:58, 27 May, 2016     1857
ჰონგ-კონგში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „VinExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის გახსნის დღეს, ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიას - „მეღვინეობა ხარება“ ბორდოში ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის საერთაშორისო კონკურსში - Les Citadelles Du Vin 2016 გამარჯვებისთვის გადაეცა შემდეგი ჯილდოები: "ქინძმარაული 2014" (ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო) ოქროს მედალთან ერთად, შეჯიბრების სპეციალური პრიზით - ოქროს თასით (THE GOLD TROPHY) დაჯილდოვდა. ასევე ოქროს მედალი ღვინომ "მწვანე 2015" (მშრალი თეთრი ღვინო) მიიღო.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „შალვინო“, „GWS”, “თბილღვინო“, „ბესინი“, „შატო მუხრანი“, „წერეთლის მარანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „G Vino”, “KTW”, “მარნისკარი“, „კახური ღვინის მარანი“ და ”ხარება“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

გამოფენა „VinExpo“ ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანელ მოვლენად და მსოფლიო კლასის გამოფენაა, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ბლოგერები, მწერლები, ჟურნალისტები და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ ახალი იმპორტიორები და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42