‘’Tbilisi Marriott“ -ში ღონისძიება ,,Promoting Responsible Business Conduct in Georgia” გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:52, 27 May, 2016     1356

2016 წლის 27 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქ. თბილისში, სასტუმროში ‘’Tbilisi Marriott“ გაიმართება ღონისძიება ,,Promoting Responsible Business Conduct in Georgia”. ღონისძიება ორგანიზებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით, მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაესწრება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N100; 26.02.2016წ.) დამტკიცებული „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-20120 წლების სტრატეგიის“ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა (მე-4 სტრატეგიული მიმართულების ,,ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია“ 4.5 პუნქტი) ითვალისწინებს აქტივობებს ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის (Responsible Business Conduct - RBC) პოპულარიზაციის მიზნით.

„საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2016-20120 წლების სტრატეგიის“ თანახმად, ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის (RBC) პრინციპებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია როგორც კომპანიების მდგრადი განვითარებისთვის, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით. ამ მიზნით მნიშვნელოვანია OECD-თან თანამშრომლობა, რომელსაც შემუშავებული აქვს კომპანიებში RBC-ს დანერგვის გაიდლაინები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიების მიზანია ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის პრინციპებთან დაკავშირებით (RBC) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპებთან (OECD Guidelines) დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ღონისძიებაზე ასევე განხილული იქნება OECD-ის 2016 წლის განახლებული ანგარიში ,,Responsible Business Conduct in Georgia”, რომლის პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია დისკუსია აღნიშნულ ანგარიშში საქართველოსთან მიმართებით წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42