26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, მას 82 წელი შეუსრულდებოდა
პოლიტიკა - 00:22, 26 May, 2021     10235
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას 26 მაისს 82 წელი შეუსრულდებოდა. მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა ქ. თბილისში.

მერაბ კოსტავამ ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყო არალეგალური ანტისაბჭოთა საქმიანობა, მის თანატოლებთან ერთად დაარსა ორგანიზაცია ,,გორგასლიანი", რომლის სახელსაც უკავშირდება ცნობილიი ანტისაბჭოთა პროკლამაციები: ,,გახსოვდეთ სისხლიანი 9 მარტი".

70-იან წლებში მერაბ კოსტავა აქტიური დისიდენტური საქმიანობით გამოირჩეოდა, რის გამოც მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა ხელისუფლებისგან.

მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის 1977 წელს დააპატიმრეს და შორეულ რუსეთში გადაასახლეს.

1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნებული კოსტავა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ერთად აქტიურად იწყებს ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. მისი გარდაცვალება დღემდე ბურუსით არის მოცული.

მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42