პროკურატურის განცხადება სამხედრო პოლიცილების დაკავებასთან დაკავშირებით
სამართალი - 17:26, 18 Apr, 2013     836



როგორც განცხადებაშია ნათქვამი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის, სამხედრო პოლციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონალური სამმართველოს (სამეგრელო-ზემო სვანეთის) მე-2 განყოფილების უფროსმა ონისე ხუბულავამ, ამავე განყოფილების უფროსმა ინსპექტორებმა პაატა გვილიამ და მალხაზ მამფორიამ საჯარო ადგილას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლასაროლი იარაღის გამოყენებით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.

როგორც უწყება აღნიშნავს, მათ გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

"გამოძიებით გაირკვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აღნიშნულმა პირებმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენჯერმე უკანონოდ გაისროლეს. ხუბულავამ, გვილიამ და მამფორიამ ციხისძირის მკვიდრებს მიხეილ დიასამიძეს და ამირან დოლიძეს მოსთხოვეს ეჩვენებინათ ჯვარი, რაზეც უარი მიიღეს. გაღიზიანებულებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შეშინებული მოქალაქეები გაიქცნენ, რა დროსაც სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა პისტოლეტიდან რამოდენჯერმე გაისროლეს. ონისე ხუბულავამ ციხისძირის მკვიდრ მევლუდ დავითაძეს იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს თან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, შეურაცხყოფა მიაყენა და პისტოლეტის კონდახი ჩაარტყა თავში, ხოლო წაქცეულ დავითაძეს ცემა დაუწყო.
მოგვიანებით, ციხისძირის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პაატა გვილიამ, მალხაზ მამფორიამ და ონისე ხუბულავამ რამდენიმე ავტომანქანა გააჩერეს, მოითხოვეს საბუთები და გაჩხრიკეს ისინი, შეამოწმეს საბარგულები. მოქალაქეებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უწოდეს მათ "თათრები" და ჯვრის ჩვენებას სთხოვდნენ. ხუბულავამ ერთ-ერთ მოქალაქეს კისერთან პისტოლეტი მიადო და შუბლის გახვრეტით დაემუქრა", - ნათქვამია განცადებაში.

მალხაზ მამფორია და პაატა გვილია დაკავებულები არიან, ხოლო ონისე ხუბულავა თავს არიდებს გამოძიების ორგანოში გამოცხადებას და იმალება.

გამოძიება მიმდინარეობს ს.ს. კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42