კვირის რომელ დღეებში არ შეიძლება თმის შეჭრა და რატომ
ეს საინტერესოა - 20:03, 25 May, 2016     104017
როგორც კი დათბება და ამინდი გამოვა, ყველა ცდილობს, იმიჯი შეიცვალოს და გალამაზდეს, რასაც ქალბატონები გარდერობის გადახალისებითა და თმის შეჭრით იწყებენ. ეს მაშინაც ხდება, როცა ცუდ განწყობაზე დგები და, დარწმუნებული ხარ, თუ ასე მოიქცევი, გუნება გამოგიკეთდება. რასაკვირველია, ამ დროს არ ვაკვირდებით, რა დღეა და დღის რომელი მონაკვეთი. არადა, როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა ამბობს, კვირის ნებისმიერ დღეს თმის შეჭრა სასურველი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით ადამიანი გარკვეულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს. თუ როდის უნდა ვერიდოთ თმის შეჭრას, რა ზიანის მოყენება შეუძლია არასასურველ დროს ვარცხნილობის გაკეთებას და რომელი ნივთების გაჩუქება არ ღირს, ამ თემებთან დაკავშირებით, ქალბატონი მანანა გვესაუბრება.

მანანა: ადამიანი ბევრ რამეს არ აქცევს ყურადღებას, ხოლო, როცა დრო გადის, მერე უფიქრდება და ხვდება, რომ უბრალოდ არაფერი ხდება. ამიტომ, ჯობია კარგად დაფიქრდეთ, დაუჯეროთ უფროსი თაობის წარმომადგენელთა რჩევებს და გააანალიზოთ ყოველი სიტყვა და ქმედება, სანამ ნაბიჯს გადადგამდეთ. ასე, არც დაზარალდებით და არც სავალალო შედეგს მოიმკით.
– გამიგია, რომ კონკრეტულ დღეებში ადამიანის მფარველი ანგელოზი იწყებს გააქტიურებას და ეს იმიჯის ცვლილებასთან პირდაპირ კავშირშია. რა ხდება ამ დროს?
– დიახ, პარასკევ და კვირა დღეებში თქვენი და თქვენი მფარველი ანგელოზის კავშირი მაქსიმალურ ზღვარს აღწევს. ამის გაწყვეტა და შესუსტება თმის მოჭრით და იმიჯის შეცვლით, სწორედ ამ დღეებში ხდება და ამას კატეგორიულად არ გირჩევთ. მაგრამ, თუ არ გაითვალისწინებთ და მაინც შეიჭრით თმას, ამით ზეციურ ძალებთან დაარღვევთ კავშირს და ეს თქვენზე უარყოფითად აისახება. ბევრმა ისიც არ იცის, რომ თმის საკუთარი ხელით შეჭრა არ შეიძლება – ამას უბედობა და პრობლემები ახლავს თან და საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სასიცოცხლო პოტენციალს. ასევე, რომელ დღესაც დავიბადეთ, იმ დღეს არ ღირს თმის მოჭრა, რადგან, ამით თქვენსავე ბედნიერებას აქცევთ ზურგს. ამ ელემენტარული წესების დაცვით დაიცავთ საკუთარ იღბალს შესაძლო საფრთხეებისგან. თმა ადამიანის ცხოვრების სწორად დაგეგმვასა და მოწესრიგებაში გვეხმარება. თმის ღერი ინახავს ჩვენს წარსულსა და აწმყოს, ეს ყოველივე კი ჩვენს ენერგეტიკაზე ახდენს უდიდეს ზეგავლენას. ასე რომ, არასასურველ დღეს თმის შეჭრა, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. თუ თმის შეჭრა-გალამაზება გადაწყვიტეთ, აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა სილამაზის სალონში წასვლა თქვენთვის საშიში არ არის. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ კვირის გარკვეულ დღეებში თმის შეჭრით საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლეს.
– კონკრეტულად, რომელი დღეებია ამ მხრივ საშიში და რის გათვალისწინებას გვირჩევთ?
– სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მთვარის ფაზებსაც. თუ თმას შეიჭრით მზარდი მთვარის პერიოდში, ის მალე გაიზრდება; ხოლო, თუ კლებადი მთვარის ფაზაში შეიჭერით – შედარებით გვიან. აქვე, გიპასუხებთ კითხვაზე და იმასაც მოგახსენებთ, რა შედეგები მოჰყვება კვირის კონკრეტულ დღეს შეჭრილ თმას და შეცვლილ ვარცხნილობას და თავად გადაწყვიტეთ, როდის დაგეგმავთ ამ კუთხით იმიჯის შეცვლას. თუ დამიჯერებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტის დაგეგმვა და რამის შეცვლა ვარცხნილობაში. ასევე, როგორც მოგახსენეთ, არც კვირა დღეს ვარგა თმის შეჭრა. პარასკევსა და კვირა დღეს თმის მოჭრა იმიტომ არ ვარგა, რომ ამით საკუთარ სიცოცხლეს, ბედ-იღბალსა და კარიერას უქმნით გარკვეულ საფრთხეს. მაგრამ, თუ თმას შეიჭრით ორშაბათს, დარდისა და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდებით. ამ დღეს შეჭრილ თმას თან გაჰყვება უარყოფითი ემოციები. თუ ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათ დღეს გადაწყვეტთ, მაშინ თავს შესაძლო უსიამოვნო ამბებისა და გაურკვეველი სიტუაციებისგან დაიცავთ. ოთხშაბათს შეჭრილი თმა და შეცვლილი ვარცხნილობა დაგეხმარებათ, ადვილად მოაგვაროთ პრობლემები სამსახურსა თუ ოჯახში; ასევე, შეგიწყობთ ხელს ადვილად დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები საქმიან პარტნიორებთან. ხუთშაბათს შეჭრილი თმა და შეცვლილი იმიჯი მომხიბვლელს გაგხდით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. პარასკევს სილამაზის სალონში ვიზიტსა და ვარცხნილობის შეცვლაზე კი უარი უნდა თქვათ. სწორედ ამ დღეს, ადამიანის ორგანიზმში შედარებით შენელებულია ბიოქიმიური პროცესები და თმის შეჭრა თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს დაასუსტებს. თანაც, ამ დღეს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და სტრუქტურულ შემადგენლობასაც იცვლის. კვირის დღეებიდან თმის შეჭრა კარგია შაბათსაც – ამ დღეს შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ, ადვილად დაძლიოთ დეპრესია, ასევე, სასიყვარულო გრძნობების თამამად გამოვლენაშიც დაგეხმარებათ. თუ კვირა დღეს არ შეიჭრით თმას, უახლოეს მომავალში ასცდებით მთელ რიგ უსიამოვნებებსა და დაბრკოლებებს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიონალურ სფეროში.
– უფროსი ადამიანებისგან გამიგია, რომ გარკვეული ნივთის გაჩუქებით ადამიანი საკუთარ ბედს თარსავს. ამაზე რას გვეტყვით?
– სრული სიმართლეა, ზოგიერთი ნივთის გაჩუქებაზე უარი უნდა თქვათ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის გინდათ ის აჩუქოთ. მაგალითად, თუ გსურთ, ბედი არ დაითარსოთ, არასდროს აჩუქოთ სხვას მარგალიტის ან გიშრის სამკაულები. ასევე, მოერიდეთ თქვენი ნაქონი საფულისა და ჩანთის გაჩუქებას. თუ ასე მოიქცევით, ბევრ უსიამოვნებას აირიდებთ პირად ცხოვრებაში.


წყარო: ჟურნალი „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42