ჩინეთში სენმიაოს საერთაშორისო სადემონსტრაციო შატოს გახსნას ქართული დელეგაცია დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:40, 25 May, 2016     1255
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფ. ლევან უჯმაჯურიძემ ნინსიას პროვინციის სენმიაოს საერთაშორისო სადემონსტრაციო შატოს ოფიციალური გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე მოწვეულ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებთან ერთად ნინსიას პროვინციის გუბერნატორი და პარტიული ხელმძღვანელობა იმყოფებოდა.

შატოს მასშტაბურ საგამოფენო სადემონსტრაციო სივრცეში საქართველოს, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანას წამყვანი საგამოფენო სტენდები დაეთმო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ნინსიას სადემონსტრაციო მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვაზის სხვადასხვა ჯიშებისაგან დამზადებული ღვინის ნიმუშები, ბანერები, ბროშურები, ილუსტრაციები და სხვადასხვა ეროვნული მატერიალური თვალსაჩინოებანი.

საგამოფენო სტენდებზე განთავსებული იყო აგრეთვე სს „სარაჯიშვილი“-ს, სს“ ბაგრატიონი 1882“-ს, შპს „ქინძმარაულის ღვინის მარანი“-ს მიერ წარმოებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა დაინტერესებულ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია წარმოდგენილი ნიმუშების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოინახულა აგრეთვე ნინსიას სატყეო ინსტიტუტის ლაბორატორიები, ვაზისა და გოჯი ბერის (Wolfberry) საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები და სხვა. შეხვდა მრავალპროფილიანი ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების თანამშრომლებს და ხელმძღვანელობას.

ჩინურმა მხარემ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადასცა გოჯი ბერის (Wolfberry) ნაყოფის მომცემი ხუთი ჯიშის in-vitro მცენარეები, საქართველოში საცდელი მიზნებით გასამრავლებლად.

ჩინური მხარის თხოვნით მომავალში, საგამოფენო სადემონსტრაციო საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა სისტემატურ ხასიათს მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42