ამის შესახებ სააგენტო "დოჟდი" იტყობინება. გამოცემის თანახმად, სავჩენკო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თვითმფრინავით როსტოვიდან კიევისკენ გაემართა.
ოფიციალური განცხადება აღნიშნულის შესახებ, ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
რამდენიმე წუთის წინ სააგენტო "ინტერფაქსმა" დაწერა რომ რუსული მხარე, დღეს სავჩენკოს რსუ სამხედროებზე გაცვლიდა.
წყაროს ცნობით, სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინული მხარე მოსკოვს რუს სამხედროებს, ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვს გადასცემს, რომლებიც უკრაინაში იხდიან სასჯელს და რომლებიც იმ თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ, რომელიც როსტოვში დაეშვა.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ინტერფაქსი“ კრემლს დაუკავშირდა. გამოცემის თანახმად, როგორც პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ამის შესახენ არავითარ ინფორმაციას არ ფლობს.
შეგახსენებთ, რუსეთის ქალაქ დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები






