დიმიტრი ქუმსიშვილმა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სემინარი გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:29, 25 May, 2016     1099
25 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საერთაშორისო სემინარი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის (Public Private Partnership - PPP) სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა“ ჩატარდა. სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანამშრომლობითა და ორგანიზებით გაიმართა.

სემინარი გახსნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა, აგრეთვე სხვა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონის სახელმწიფოების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.

ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა ჯგუფმა დონორ ორგანიზაციებთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან ერთად კერძო და საჯარო პარტნიორობის პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც შესაბამისი შინაარსის კანონის მიღების წინაპირობას წარმოადგენს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობას აქვს სურვილი და ვალდებულება, რათა კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონი წლის ბოლომდე მიიღოს, რაც ქვეყანას ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

სემინარზე განიხილეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის (Public Private Partnership - PPP) სამართლებრივი ჩარჩო და კანონმდებლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე მოხდა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და გაიმართა დისკუსია PPP-კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად გამოყო.

აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტი 2015 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42