საფრანგეთის ენოლოგთა კონგრესზე საქართველო საპატიო სტუმრად მიიწვიეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:03, 25 May, 2016     1399
საფრანგეთში, ლუარას ხეობის ქალაქ ამბუაზში (Amboise), ენოლოგთა 56-ე ეროვნული კონგრესი გაიმართა. საქართველო კონგრესზე მიწვეული იყო, როგორც პირველი საპატიო სტუმარი.

კონგრესის გახსნას საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა კონგრესზე გამართა პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ. პრეზენტაციაში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე, ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ღვინის დაყენების ქართულ მეთოდებზე და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„ჩვენმა ქვეყანამ მიიღო მოწვევა ამ კონგრესზე, რადგან საფრანგეთში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი საუბრობს საქართველოზე და ქართულ ღვინოზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის ენოლოგთა კონგრესის მუშაობაში უცხო ქვეყანა მონაწილეობს, რაც იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა საფრანგეთში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 4 ქართული ღვინის კომპანიის სხვადასხვა სტილის ღვინოები: „ცოლიკოური 2013“ (მეღვინეობა ხარება), „საფერავი რეზერვი 2005“ (კახური), „რქაწითელი 2014“ (ორგო) და „ქისი 2011“ (ვინივერია).

სულ კონგრესში მონაწილობდა 400 ენოლოგი საფრანგეთიდან და მისი ძირითადი თემა იყო: „ღვინო და წყალი“.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა ღვინოების კონკურსი „Palmes Vinalies National 2016”, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც ქართული დელეგაციის წევრები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული მხარის მიერ საქართველო 2017 წელს ასევე მიწვეულია ბორდოს ღვინის ცივილიზაციათა მუზეუმში, სადაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა. საქართველო აქაც პირველი მიწვეული ქვეყანა იქნება, რომელიც ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42