25 მაისის ანონსი
ანონსი - 21:56, 24 May, 2016     1299

09:30 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანიზებით სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მომხმარებლების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის.: კოსტავას ქ. #45ა,სასტუმრო Hotel Coste

საკონტაქტო პირი კობა ალხაზაშვილი - 599 88 38 11

10:00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება საერთაშორისო სემინარი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება. საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა“, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.

10:30 საათზე - სასტუმროში “რუმს თბილისში” გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“, პრეზენტაცია გაიმართება.

11:00 საათზე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მეორე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფარმაცევტული მომსახურებებისა და პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიმწოდებლებთან.

მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8

11:00 საათზე - ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

თემა: გერმანული მოდელის პერსპექტივები პარლამენტში. „თბილისი მერიოტი“ - დარბაზი სანადიმო

11:00 საათზე - საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გაფართოებულ სხდომას გამართავს.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გახსნის.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1

11:00 საათზე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც ორგანიზაცია საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვასთან, სამედიცინო მომსახურებებთან და წამლების მოხმარებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგებს გააცნობს.

მის.: აღმაშენებლის გამზ. #61

12:00 საათზე - დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე ხაშურში, დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებებს გადასცემენ.

მის: ქალაქი ხაშური, სააკაძის ქ. N2

12.00 საათზე - სასტუმრო "რუმს ჰოტელ თბილისში” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციასა“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას "საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევასთან" დაკავშირებით, რომელსაც ვიც პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვიათარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

12:00 საათზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაიმართება გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები”, რომელსაც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ, I კორპ. ცენტრალური ფოიე.

13:00 საათზე - საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ოფისში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მაირ მამმედოვი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მის.: 300 არაგველის ქ. #24

13:00 საათზე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული არხების ჩართვასთან (გავრცელებასთან) დაკავშირებით შპს ,,სტერეო +“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ალექსიძის ქ. #1 (გეოფიზიკის შენობა), სტუდია „რე“

საკონტაქტო ტელ: 591949187

14:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობა" გამოფენას: „ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის“ გამართავს.

მის.: რუსთაველის გამზ. #6

საკონტაქტო პირი დავით დონერიანი 558 77 55 74; 577 18 06 07

18:00 საათზე- საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად.

მიხეილ სხვიტარიძეს ხერხემლის ურთულესი ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება, ოსტეოპოროზი აქვს, რომელიც ძვლის სიმტკიცის დაქვეითებითა და მოტეხილობების მაღალი რისკით ხასიათდება. 2007 წლიდან მან რვა ოპერაცია გადაიტანა.

მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.

საკონტაქტო პირი ნათია გოგუაძე - 595 30 05 19

18:30 საათზე- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, დისკუსია გაიმართება.

თემა: „ფინანსური კლასტერი და მისი დეტერმინანტები“.

მის: ჩოლოყაშვილის #3/5, E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციის პროგრამა

25 მაისი - უსაფრთხოების არქიტექტურის დღე

09:00 საათი - GDSC-ის მეორე დღის გახსნა.

09:45 საათიდან კონფერენციის ფარგლებში დაიწყება პლენარული სესიები.

09:55 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსის ერთობლივი პრესკონფერენცია;

11:35 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრების - იუზას ოლეკასის, რაიმონდს ბერგმანისა და ჰანეს ჰანსოს ერთობლივი პრესკონფერენცია;

15:50 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, დოქტორ მაიქლ კარპენტერის ერთობლივი პრესკონფერენცია;

16:25 საათი - საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრების თინათინ ხიდაშელისა და ჰანეს ჰანსოს ერთობლივი პრესკონფერენცია;

16:55 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და ყატარის თავდაცვის მინისტრის, ხალედ ბინ მოჰამედ ალ-ატიაჰის ერთობლივი პრესკონფერენცია.

19:15-20:00 საათი - GDSC -ის დახურვა. სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

20:30-22:30 საათი - ერთობლივი კონცერტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი, აშშ-ის საჰაერო ძალების, ლატვიის შეიარაღებული ძალების და დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრების მონაწილეობით.

კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართავს ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42