საპარტნიორო ფონდს CACCI-ის დელეგაცია ესტუმრა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:01, 24 May, 2016     1327
საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია საპარტნიორო ფონდს ესტუმრა და ფონდის მუშაობის სპეციფიკას და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის საინვესტიციო და ფინანსური დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ფონდის წარმომადგენლებმა CACCI-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო გარემო და ბიზნეს კლიმატი გააცნეს.

CACCI-ის დელეგაცია სამრეწველო პალატის მოწვევით თბილისს 22 მაისს ესტუმრა. დელეგაციის შემადგენლობაში გარდა CACCI-ის ხელმძღვანელი პირებისა, ასევე იმყოფებიან ჰონგ კონგის, პაკისტანის, ბანგლადეშის და ჩინეთის სავაჭრო პალატების პრეზიდენტები, რომლებიც ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან.

საქართველოში ვიზიტად მყოფი აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) დელეგაცია საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, ფონდების და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში ტექნოპარკში ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრო. ფორუმზე საქართველოს ეროვნული სააგენტოს, თანაინვესტირების ფონდის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა სტუმრებისთვის პრეზენტაციები გამართეს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42