დიმიტრი ქუმსიშვილმა „ტერაბანკის“ განახლებული ფილიალი გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:59, 24 May, 2016     1857
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ტერაბანკის“ (ყოფილი „კორსტანდარტბანკი“) რებრენდინგის შედეგად განახლებული ფილიალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის მენეჯმენტი, აქციონერები და ბანკის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ტერაბანკში“, რომელიც 17 წლის მანძილზე საქართველოს ბაზარზე „კორსტანდარტბანკის“ სახელით ოპერირებდა, ერთი წლის წინ ბიზნესტრატეგია შეიცვალა და ძირითად სამიზნე აუდიტორიად მცირე და საშუალო ბიზნესი განისაზღვრა. შესაბამისად, საჭირო გახდა ბანკის იერსახის, საკომუნიკაციო სტილისა და ინტერიერის ცვლილება, იმისათვის რომ აღნიშნული სეგმენტისათვის ხარისხიანი საბანკო მომსახურების გაწევა მათთვის კომფორტულ გარემოში მომხდარიყო.

ვიცე-პრემიერმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა „ტერაბანკის“ განახლებული ფილიალი დაათვალიერეს, რომლის კონცეფცია მთავარი მესიჯის - „ჩემი ფინანსური სახლის“ ირგვლივ აიგო, რაც მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურების გაწევას კომფორტულ და მყუდრო გარემოში ითვალისწინებს.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა რებრენდინგის შედეგი. მან მადლობა გადაუხადა ბანკის მთავარ აქციონერს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების შეიჰს ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაში 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აღნიშვნის ღირსია ის, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანაში ხდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც არის ჯანსაღი კონკურენცია. მისი თქმით, „ეს იწვევს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურება კომფორტულ და მისთვის ახლობელ გარემოში მიიღოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ „ტერაბანკი“ აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში. მონაწილეობს და სესხებს გასცემს სახელმწიფო პროექტებში, როგორიცაა: „შეღავათიანი აგრო დაკრედიტება“ და „აწარმოე საქართველოში“. რეგიონში განთავსებული ფილიალებიდან განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42