ბარბარე რაფალიანცის დედა: "მანანა ბერიკაშვილი სამძიმარზეც კი არ მოსულა..."
საზოგადოება - 13:04, 18 Apr, 2013     5835


"7 თვეა, ღარიბაშვილი ბოდიშს გვიხდის, მისი ბოდიში კი არა, საქმის გამოძიება გვინდა", - ამბობს ჩვილის დედა თათია მექერიშვილი, რომელიც ამ ეტაპზე გამოკვეთილად აღარ ადებს ხელს "ნაციონალურ მოძრაობას":

" შეიძლება "ნაციონალები" საერთოდ არაფერ შუაში არიან, როგორც მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, ისე შეეძლო "ქართულ ოცნებასაც". გვეუბნებიან, სულ მალე შედეგები იქნებაო, მაგრამ არ ჩანს. პირდაპირ ხელს არავის ვადებ. ადრე ამბობდნენ, ძველი მთავრობა წავა და "ქართული ოცნების" ხალხი ამ საქმეს გამოიძიებსო. ჩემი მეუღლე ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, რომელმაც უთხრა, ნაადრევ დასკვნას ნუ აკეთებთ, სულ მალე ამ დანაშაულს გავხსნითო. შვიდი თვეა ბოდიშს გვიხდის, მაგრამ ბოდიში კი არა, საქმის გამოძიება გვინდა. უკვე ჩიხშია შესული გამოძიება, ახლა ამ ჩანთაზე გაჩერდნენ. ამდენ ხანს ნუთუ პატარა ხელჩასაჭიდი ვერ იპოვეს. ყოველდღე ვურეკავთ გამომძიებელს, მაგრამ სიახლე არაფერია, თითქოს რაღაცას გვიმალავენ. ეტყობა, არ უნდათ, დამნაშავის დასჯა. ჩემი და "ქართული ოცნების" აქტივისტი იყო და მას ბავშვების მოკვლით ემუქრებოდნენ. ჩემი ოჯახის ინტერესი სხვას არავის ჰქონია. სხვა ვერსია არ გამაჩნდა… ჩანთის აღმოჩენის შემდეგ ვფიქრობ, იქნებ ვიღაცას ბავშვის გაყვანა უნდოდა. იქ იმალებოდა, ვერ მოასწრო და ქვევრში ჩააგდო. შეიძლება იმდენ ხალხში ჩემი შვილის მკვლელიც ერია. ისეთი ჩანთა იპოვეს, თავისუფლად შეეძლოთ ბავშვის შიგნით ჩასმა. აშკარაა, ვიღაცას ძალიან აწყობდა ამ ბავშვის მოშორება, მაგრამ ვის, არ ვიცი. ამას ისევ არჩევნებს ვუკავშირებ. უნდა გაირკვეს მკვლელის ვინაობა, რომ ჩვენც საკადრისად გავუსწორდეთ. ვიღაცამ ხომ ჩაიდინა ეს სისასტიკე, თუ არ გამოიძიეს, გამოდის, დამნაშავეს ბევრი მფარველი ჰყავს.

 

ვინც ეს ჩაიდინა, სავარაუდოდ, ჩვენს სახლში ნამყოფი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს ჩანთაც კვალის ასარევად ჩააგდეს.

 

- თათია, თავდაპირველად ეჭვი თქვენს დასა და სიძეზე მიიტანეს, ითქვა, რომ ისინი დაკავებულიც ჰყავდათ. თუ განიხილება ეს ვერსია?

 

- გამორიცხულია, ამ ვერსიას არსებობის უფლება ჰქონდეს. ბევრი ჭორი გავრცელდა, მათ შორის ჩემს დასა და სიძეზე. ისინი გამოირიცხნენ, არც დაუკავებიათ, თუმცა ტელევიზიით გამოცხადდა, რომ დააკავეს. პირველ დღეს პოლიციელებმა გვითხრეს, სანამ თქვენს შვილს გადმოასვენებენ პროზექტურიდან, მანამდე მოგიყვანთ მკვლელს შემთხვევის ადგილზეო. სახლში ბავშვის ცხედრის დასვენების უფლებაც არ მომცეს, მერე გვითხრეს, შეგვეშალაო. დანაშაული თუ არ გაიხსნა, არ ვიცი, რას ვიზამთ. ჩვენს თავზე პასუხს არ ვაგებთ.

 

- თქვენზე ზეწოლას ხომ არ ახდენდნენ?

 

- დიახ, უცხო ადამიანები მაგიდაზე ხელებს მიბრახუნებდნენ. ცუდად გავხდი. არადა, ჩვენი ადვოკატი უნდა დასწრებოდა დაკითხვას. თავიდან ესწრებოდა, მერე ცოტა ხნით შენობიდან გავიდა, მალე დავბრუნდებიო. ამ დროს დაიძახეს, მექერიშვილი შემოვიდესო. თბილისიდან ჩამოსული 5 კაცი რასაც მე მეუბნებოდა, იმის საწინააღმდეგოს თურმე ჩემს დას ეკითხებოდნენ. დამყვიროდნენ, ტყუიხარ და სიმართლე თქვიო. უნდოდათ, ჩვენება შემეცვალა. გარეთ გაყვანა ვითხოვე და დედაჩემს ვუთხარი, წამალი მომეცი, ცუდად ვარ-მეთქი. ახლა ვფიქრობ, ადვოკატიც სპეციალურად წავიდა. დედაჩემმა ერთი ამბავი ატეხა, მაშინ დაგვირეკეს "ქართული ოცნებიდან" და გვითხრეს, ადვოკატებს გიგზავნითო. ცოტა ხნით ჩაერთვნენ საქმეში, ახლა კი აღარ გვიცავენ.

 

ხალხში ხმა გავრცელდა, მშობლები იმიტომ არიან ჩუმად, რომ ღვინიაშვილისგან ფული აიღესო, სინამდვილეში მან შემოგვითვალა, ნუ გაჩუმდებითო. მანანა ბერიკაშვილი სამძიმარზე არ მოსულა და არც დაინტერესებულა ჩვენი ბედით. იმ დღეს კი გვეუბნებოდა, თქვენ გვერდით ვარო".

 

ნაწყვეტი "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42