EgyptAir-ის ლაინერის ფრაგმენტებისა და მგზავრთა ცხედრების ნაწილების ანალიზი, აფეთქებაზე მეტყველებს
მსოფლიო - 14:13, 24 May, 2016     5045
ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილის თვითმფრინავის ნამსხვრევებისა და მგზავრთა ცხედრების ნაწილების ანალიზის შედეგები, ლაინერის ბორტზე მომხდარ აფეთქებაზე მიუთითებს. AP-ის ცნობით, ამის შესახებ ეგვიპტის სასამართლო ექსპერტებმა განაცხადეს, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ნაწილები და ნაპოვნი მგზავრების ცხედრების 80 ფრაგმენტი შეისწავლეს.

ექსპერტთა განცხადებით, ყველა ნაშთი პატარა ზომის იყო და ნაპოვნ სხეულის ნაწილებს შორის, არც ერთი არ აღმოჩნდა მთელი. ექსპერტთა თქმით, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის ნაწილია, ბორტზე სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. თუმცა ისინი „შავი ყუთის“ გაშიფვრას დაელოდებიან, რომელსაც EgyptAir-ის წარმოამდგენლის განცხადებით, ხმელთაშუა ზღვის ფსკერიდან სავარაუდოდ ორი დღის განმავლობაში ამოიტანენ. თუ "შავი ყუთი" დაზიანებული იქნება, მაშინ მას ევროპაში გაშიფრავენ.

ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო Airbus A320, რომელიც ფრენას პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა , კაიროს საჰაერო სივრცესთან მოახლოებისას 19 მაისს გაუჩინარდა.

თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი - 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

ორდღიანი ძებნის შემდეგ, გაუჩინარებული ლაინერის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები ხმელთაშუა ზღვაში, ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით, 290 კილომეტრში აღმოაჩინეს.

კატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.

ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის შარიფ ფატჰის განცხადებით კი, ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ტერაქტი ან მექანიკური დაზიანება უფროა, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობა.

კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის სალონში კვამლის დეტექტორი ამუშავდა. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის საავიაციო ინციდენტების გამოძიებისა და ანალიზის ბიურომ დაადასტურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42