,,ტურისტების ზრდა პირდაპირ აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული ვალუტის სიმყარეზე“ - ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:46, 24 May, 2016     1645
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში, „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმის „Welcome To Georgia! National Tourism Award“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელ სიტყვაში, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარება, ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმში დასაქმების ხელშეწყობა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

მისი განცხადებით, საქართველოს კონტრიბუცია მსოფლიო ტურიზმში წლიდან წლამდე იზრდება. ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად იზრდება ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციაც მსოფლიოს მთლიან შემოსავლებში. 2013 წელს საქართველომ აჩვენა საერთაშორისო მოგზაურების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რაშიც კერძო სექტორს მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით საქართველოს 5,901,094 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და წინა წელთან შედარებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს ფულად ერთეულებში გამოხატული 1.94 მილიარდი დოლარია, ზრდამ კი 8,3% შეადგინა. მისი თქმით, ამ ზრდის მისაღწევად 2015 წელს გატარდა შემდეგი ღონისძიებები: მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე, მარკეტინგული კამპანიები საერთაშორისო მედიის საშუალებით, 400 მეტი ჟურნალისტის მოწვევა, მედია-ფორუმი, სავიზო რეგულაციების გამარტივება, მოლაპარაკების წარმოება ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაზრდელად. შედეგად, შარშან აპრილიდან დაწყებული საერთაშორისო მოგზაურების ზრდის ტენდენცია დღემდე გრძელდება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურისტების ზრდა პირდაპირ აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული ვალუტის სიმყარეზე.

ფორუმში გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და „Welcome To Georgia! National Tourism Award“-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარინა ჩაიკამ.

„Welcome To Georgia! National Tourism Award“-ის ფორუმს უკრაინიდან ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„Welcome To Georgia! National Tourism Award“ არის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც ტარდება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყება 16 ივნისიდან. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება ნოემბრის ბოლოს, სადაც პროფესიონალი ჟიური და ონლაინ მომხმარებელი 21 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42