ჟურნალისტი ეკა ფირცხალავა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აკრიტიკებს
საზოგადოება - 12:36, 18 Apr, 2013     982

წერილში გამოთქმულია კრიტიკული შენიშვნები ქარტიის მიმართ.


,,ამ მიმართვის გამოქვეყნებისთანავე, ზოგიერთი ჟურნალისტი აუცილებლად იტყვის, რომ მიმართვას ვაქვეყნებ რადგან სხვა აირჩიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად. დაე, თქვან! ჩემი უპირატესობა, ჩემი 15 წლიანი ჟურნალისტური საქმიანობაა - პოლიტიკის და ჩინოვნიკური დილემების გარეშე! ამ მიმართვას ვაქვეყნებ, რადგან ბოლო პერიოდში დეტალურად გავეცანი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მუშაობას, რომელიც 2009 წლის 4 დეკემბერს დაარსდა და მიმაჩნია, რომ კითხვები, რომლებიც გამიჩნდა ქარტიის მუშაობასთან დაკავშირებით, უნდა გახდეს მსჯელობის საგანი უპირველეს ყოვლისა ჟურნალისური სტანდარტების და ეთიკური ნორმების გასაუმჯობესებლად.


მსჯელობა უნდა გავმართოთ ჟურნალისტებმა არა მხოლოდ პირადი მიმოწერებისას, არამედ საჯაროდ და ურთიერთპატივისცემის გამოხატვით.
დღეს სოციალურ ქსელებში, ათობით ადამიანმა პირადად მომწერა ერთდროულად მხარდაჭერის და შეშფოთების შემცველი წერილები. ისინი მწერდნენ, რომ ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ჩემი დანიშვნა იქნებოდა "სიტუაციის გაჯანსაღებისკენ" გადადგმული დიდი ნაბიჯი და მეორეს მხრივ გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომელიც საჯაროდ ნინია კაკაბაძემ ფეისბუკის თავის კედელზე გამოთქვა:

 


"პიროვნულად თუ ადამიანურად (არ ვიცი როგორ ამბობენ ხოლმე) არაფერი მაქვს თამარისსაწინააღმდეგო, გეფიცებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამართლებულად არ მეჩვენება ეთიკისქარტიის აღმასრულებელ დირექტორად მისი დანიშვნა. წინასაარჩევნოდ "მე-9 არხი"სხვაარხებთან ერთად ძალიან უხეშად არღვევდა ეთიკის ნორმებს და ამაზე ერთერთიმთავარიპასუხისმგებელი არის თამარ რუხაძე. გარდა ამისა, წლების განმავლობაში როდესაც"რუსთავი 2"სწორედ ამ უპრინციპო ნორმებს ამკვიდრებდა, სადაც ასევე უხეშად ირღვეოდავადამიანისუფლებები და ეთიკის ნორმები, მისი პროდიუსერი იყო თამარი. აგრეთვე თამარიერთი პირობამედიიდან წავიდა პოლიტიკაში, ოქრუაშვილთან პარტიაში და შემდეგ ისევვდაბრუნდა მედიაში.კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პირადად არავის არაფერს ვერჩი. მაგრამროცა ეთიკაზე დანორმებზეა საუბარი, ცოტა მეტს ვთხოვ:(

 

როგორც რამდენიმე წუთის წინ გავარკვიე ნინია კაკაბაძემ რამდენიმე კვირის წინ მიმართა ეთიკის ქარტიას წერილობით, მისი წევრი გამხდარიყო, მაგრამ პასუხი უცნობია.

 

"როგორ დავარწმუნოთ სხვა ჟურნალისტები და მედია ორგანიზაციების წევრები, რომ გახდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები?" - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ქარტიის საბჭოს წევრებმა 16 აპრილს გასაუბრებისას დამისვეს. ჩემი პასუხი იყო მარტივი:

1)თითოეული ჩვენთაგანის ბიოგრაფია და პროფესიული საქმიანობა უნდა იყოს ისეთი, რომ ქარტიის მიმართ ნდობა გაიზარდოს.

2)ქარტია არ უნდა იყოს "სადამსჯელო ორგანიზაცია" და სხვადასხვა პროექტების განხორციელებით მან მხარი უნდა დაუჭიროს და წაახალისოს მედიაში მომუშავე ყველა ჟურნალისტს (განურჩევლად იმისა არის თუ არა ქარტიის წევრი), რომელიც სტანდარტების დაცვით მუშაობს და ამზადებს ჟურნალისტურ მასალებს.

 

საბჭოს წევრების (გიორგი მგელაძე, ლაშა ზარგინავა, ირაკლიაბსანძე, ნათია როყვა, ზვიად ქორიძე, ია მამალაძე, გელა მთივლიშვილი, ნათია კუპრაშვილი,დავით მჭედლიძე) ერთ ნაწილს ჩემთან კითხვები არ ჰქონია. ნაწილი ლეპტოპს არ აცილებდა თვალს და საკმაოდ არაეთიკურად ჩანდა გასაუბრებაზე მისულ კანდიდატს ფაქტობრივად ზედაც რომ არ უყურებდნენ.
საბჭოს წევრების კითხვების პარალელურად მე მქონდა ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხი ფაქტობრივად არ მიმიღია.

 

1. ქარტიას წესდების მიხედვით ორგანიზაციას უნდა ყავდეს 7 წევრისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო,რომელიც არ ყავს მიუხედავად იმისა, რომ ქარტია წელს 4 წლის ხდება. მრჩეველთა საბჭო მართლაც წაადგებოდა ამ ორგანიზაციას, რადგან საკონსულტაციო ორგანოა და დაეხმარებოდა სწორ განვითარებაში.
2. ქარტიის წესდების მიხედვით, საბჭოს უნდა ქონდეს პრიორიტეტები, რომელიც 9 კაციანმა საბჭომ ყოველწლირად უნდა განსაზღვროს და რომელიც, წესით, 21-ე საუკუნეში სულ მცირე ვებ-გვერდზე მაინც უნდა ქვეყნდებოდეს თუ საჯაროდ განხილვის საგანი არ გახდა. და რა არის ეთიკის ქარტიის 2013 წლის პრიორიტეტები? ან 2012 წლის პრიორიტეტები რა იყო? 2011 წლის ან მანამდე?


3. 2011 წელთან დაკავშირებით, მხოლოდ 2 მასალა დევს ვებ-გვერდის მარჯვენა მხარეს ჩამოწერილ კალენდარში: ერთი, 2011 წლის იანვარი, როცა ქარტიის საერთო კრებას 200-მდე ხელმომწერიდან 62 ესწრებოდა და როცა ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე გახდა და მეორე 2011 წლის დეკემბერში, როდესაც ქარტიის რიგით მესამე კრება ჩატარდა და ზვიად ქორიძე ისევ თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ სხდომაზე უნდა განეხილათ წესდებაში ცვლილებები, რომლის მიხედვით ქარტიის მანდატი გაიზრდებოდა და შესაძლებლობა ექნებოდა რეაგირება მოეხდინათ იმ მედიპროდუქტზე, რომლის ავტორიც ქარტიის წევრი არ არის. სხდომაზე ეს ცვლილება ვერ მიიღეს, რადგან 200-მდე ხელმომწერიდან ორ მესამედს მაინც უნდა მიეღოკენჭისყრაში მონაწილეობა, ჟურნალისტების ეს რაოდენობა კი კრებას არ ესწრებოდა.


4. ქარტიასთან ასევე მქონდა კითხვა - როგორ მოხდა ისე, რომ 3 წელზე მეტი ხნის ორგანიზაციას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ 744 მოწონება აქვს და სულ რაღაც ახლახანს დაწყებულ პროექტს "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" (რაც მისასალმებელია) 900-ზე მეტი მოწონება. ნუთუ არაფერს შუაშია ნდობა ეთიკის ქარტიის მიმართ? ან კონკრეტულად რით გააჯანსაღა ეთიკის ქარტიამ მედიის მუშაობა?


5. რა თქმა უნდა მივესალმები ახალგაზრდების, დამწყები ჟურნალისტების და სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას სტანდარტებზე და პროფესიულ უნარებზე აქცენტირებულ პროექტებში. ეს მიმართულება ჩემი სამოტივაციო წერილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო. მაგრამ, რას ვთავაზობთ რეალურად მათ? რა აინტერესებთ მათ სინამდვილეში?ვინმემ მათ კითხვები დაუსვა ეთიკის ქარტიიდან? ზუსტად განისაზღვრა მათი პრიორიტეტები და საჭიროებები? და თუ ეს მოხდა, სად წერია ამის შესახებ? სად არის ფაქტები?


6. ამ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, შესაძლოა ჩემზე გაცილებით მეტი კითხვა გაუჩნდეთ, თუ გაეცნობიან ქარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით წლების მანძილზე მომზადებულ სხვადასხვა მასალებს, სადაც აქცენტი სწორედ რომ მის მიერ განხილული ჟურნალისტური საქმეების შესახებაა გაკეთებული და სადაც რესპოდენტები ხაზს უსვამენ "ჟურნალისტური ანგარიშსწორების" და არაკვალიფიციური დასკვნების ალბათობას.


7. ყველაზე ნაყოფიერი ეთიკის ქარტიის საქმინობაში,როგორც ჩანს პირველი წელი იყო - 9 საჩივარი და 5 განხილული საქმე, ჟურნალისტების მატება ხელმომწერებად. შემდეგ განსახილველი თუ განხილული საქმეების დინამიკამ იკლო, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში სამსჯელო პრობლემატური საკითხების რიცხვი გაიზარდა. და რატომ მოხდა ასე? გააკეთა ეთიკის ქარტიაში ვინმემ ამ რეალობის ანალიზი? იმსჯელა განვითარების გზებსა და რეალურ გარემოში არსებულ პრიორიტეტებზე?


8. თუ ქარტიის ვებ-გვერდს გადახედავთ, აშკარად შეამჩნევთ,რომ მისი აქტივობების განხორციელებაში ძირითადად ერთი და იგივე სახეები მონაწილეობენ.რას ნიშნავს ეს? მხოლოდ რამდენიმე ადამიანია აქტიური? ქარტიაში მეგობრულ-კლანური ურთიერთობებია გადამწყვეტი? თუ ორგანიზაციამ კრიზისის ისეთ ეტაპს მიაღწია, რომ მხოლოდ რამდენიმე დაინტერესებული პირი წყვეტს ყველაფერს და დანარჩენები ან აღარ იღებენ პასუხისმგებლობას ან პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობენ პროცესებში?


ვფიქრობ, როგორც ქარტიის ხელმომწერ, ასევე მის არაწევრ ჟურნალისტებს ბევრი კითხვა აწუხებთ, რომელთა საჯაროდ გამოხატვის საშულება უნდა მიეცეთ. იქნებ, ეს იყოს ქარტიის 2013 წლის პრიორიტეტი? იქნებ ქარტიის ვებ-გვერდზე დაიდოს ზუსტიდა სრულყოფილი ინფორმაცია მის საქმიანობაზე? იქნებ, არსებობის მეოთხე წელს მაინც ვებ-გვერდზე გამოცვალონ ინფორმაცია რუბრიკაში "ჩვენს შესახებ" და საბჭოს წევრებში აღარ ეწეროს უკვე პარლამენტის დეპუტატი ელისო ჩაფიძე? მით უმეტეს, რომ ეთიკის ქარტიის უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი პოლიტიკაში წავიდა და ახლადარჩეულსაც ნაწილობრივ პოლიტიკური წარსული აქვს.



იქნებ ქარტიამ საზოგადოებას დაუსვას მთავარი კითხვა - როგორ მოიპოვოს ნდობა, რომელიც ასე ჭირდება და შემდეგ გაითვალისწინოს რჩევები!" -ნათქვამია ფირცხალავას მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42