24 მაისის ანონსი
ანონსი - 20:43, 23 May, 2016     1263

08:00 საათზე, ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართება. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ ოპერაციას - ობიექტზე შეტევის ამოცანას შეასრულებენ. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ქართული და ამერიკული ჯავშანტექნიკა, ავიაცია და არტილერია.

დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.

გთხოვთ, სწავლებაში მონაწილე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლის მიზნით, ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის შესასვლელთან 07:00 საათზე მობრძანდეთ.

საკონტაქტო პირი: გიორგი თუხარელი - 577393007

10:45 საათზე - საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში საქართველოს ტურიზმის ფორუმი გაიმართება, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის.

12:00 საათზე, "პირველის" პრეს-კლუბში, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ფინანსისტთა ასოციაცია -აფბას" ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ქართულ საწვავის ბაზარზე ხელოვნურად დაჭერილი ფასების პოლიტიკა გრძელდება

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული

12:00 საათზე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N224

12:00 საათზე - განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:00 საათზე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დროებითი კომისიის სხდომა

თბილისი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N516

13.30 საათზე - დიმიტრი ქუმსიშვილი „ტერაბანკის“ (ყოფილი „კორსტანდარტბანკი“) ახალი ფილიალის გახსნის ღონისძიებას დაესწრება

მისამართი: ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზ. 3

14:00 საათზე -საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

15:00 საათზე - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

24-25 მაისს თბილისში, სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) გაიმართება.

24 მაისი - ნატოს დღე

12:50 საათი - სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ კონფერენცია გაერთიანებული სამეფოს ჯარის, უელსის დედოფლის სამეფო პოლკის პარაშუტისტების მხტომელთა “The Tigers” ჩვენებით დაიწყება.

13:15 საათი - „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ ოფიციალურად გაიხსნება. კონფერენციაში მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ - საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

13:30 საათიდან კონფერენციის ფარგლებში დაიწყება პლენარული სესიები.

16:25 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილის, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს ერთობლივი პრესკონფერენცია;

18:55 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის ერთობლივი პრესკონფერენცია

გთხოვთ, აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები რეგისტრაციისა და უსაფრთხოების პროცედურების გავლის მიზნით სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ 11:30 საათზე მობრძანდეთ.

25 მაისი - უსაფრთხოების არქიტექტურის დღე

09:00 საათი - GDSC -ის მეორე დღის გახსნა.

09:45 საათიდან კონფერენციის ფარგლებში დაიწყება პლენარული სესიები.

09:55 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსის ერთობლივი პრესკონფერენცია;

11:35 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრების - იუზას ოლეკასის, რაიმონდს ბერგმანისა და ჰანეს ჰანსოს ერთობლივი პრესკონფერენცია;

15:50 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, დოქტორ მაიქლ კარპენტერის ერთობლივი პრესკონფერენცია;

16:25 საათი - საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრების თინათინ ხიდაშელისა და ჰანეს ჰანსოს ერთობლივი პრესკონფერენცია;

16:55 საათი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელისა და ყატარის თავდაცვის მინისტრის, ხალედ ბინ მოჰამედ ალ-ატიაჰის ერთობლივი პრესკონფერენცია.

19:15-20:00 საათი - GDSC -ის დახურვა. სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

20:30-22:30 საათი - ერთობლივი კონცერტი საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი, აშშ-ის საჰაერო ძალების, ლატვიის შეიარაღებული ძალების და დიდი ბრიტანეთის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრების მონაწილეობით.

კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართავს ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42