9 მიზეზი, რატომ უნდა იმოგზაურო საქართველოში - CNN-ი საქართველოზე
ეს საინტერესოა - 18:09, 23 May, 2016     15541
CNN-ი საქართველოს ევროპის ერთ-ერთ ახალ, პოპულარულ დანიშნულების ადგილს უწოდებს და ქვეყანაში მოგზაურობის მთავარ მიზეზთა ნუსხას აქვეყნებს."საქართველო, ქვეყანა რომელიც რუკაზე ისევე იწერება, როგორც ამერიკის ერთ-ერთი შტატი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო და სასურველი მიმართულება ხდება" - წერს გამოცემა და 9 მიზეზს ასახელებთ, თუ რატომ უნდა ჩამოვიდეს ტურისტი საქართველოში.

1. თბილისი - პირველ მიზეზად "სიენენი" საქართველოს დედაქალაქს ასახელებს და წერს, რომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი თანამედროვე და ანტიკური ხანის არქიტექტურის ნაზავია, რომელიც თბილისის ქუჩებში გვხვდება და აბანოთუბნის უნიკალურობასაც უსვამს ხაზს.


2. უშგული - ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელ - უძველესი ტრადიციების გაცნობის მსურველებს, "სიენენი" ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელში ეპატიჟება. როგორც სტატიის ავტორი წერს, იუნესკოს მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ტერიტორიები შვეიცარიის კურორტების მსგავსია.
3. ღვინის სამშობლო - ქართული ღვინო არც გავლენიან გამოცემას გამორჩენია მხედველობიდან და მესამე მიზეზად სწორედ, ქართულ ღვინოს ასახელებს. "როდესაც ღვინის სამშობლოზე ვფიქრობთ, ყოველთვის საფრანგეთს, იტალიას და საბერძნეთს ვიხსენებთ, მაგრამ ღვინის დაბადების ადგილი საქართველოა"- ნათქვამია სტატიაში
4. საიდუმლოებით მოცული ქალაქი გამოქვაბულში - "სიენენი" საქართველოში არსებულ გამოქვაბეულებს, ევროპაში ერთერთ ყველაზე უჩვეულოს უწოდებს და საქართველოში მოსანახულებელ ადგილად ვარძიას, უფლისციხესა და დავით გარეჯს ასახელებს.

5. სუფრა - ქართული ტრადიციული სუფრა 9 მიზეზს შორის მეხუთე ადგილზე მოხვდა.

6. მაღალმთიანი სოფლები - გამოცემა ბუნების მოყვარულებს ხევსურეთსა და თუშეთში წასვლას ურჩევს და ქართული მაღალმთიანი სოფლების გამორჩეულობაზე საუბრობს."ზოგი სოფელი იმდენად ახლოს არის ჩეჩნეთთან, რომ ესაზღვრეების დანახვსააც კი შეძლებთ“ - წერს ავტორი.

7. ევროპის ყველაზე სურეალური მუზეუმი - 9 მიზეზს შორის მოხვდა გორი და სტალინის მუზეუმიც. "თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ სტალინი დიქტატორი იყო, რომელმაც მილიონობით ადამიანი მოკლა, თუმცა მის მშობლიურ ქალაქში განსხვავებულად ფიქრობენ და გარკვეული სიამაყის გრძნობაც აქვთ" - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ სტალინის მუზეუმს არაერთხელ უწოდეს "საბჭოთა კავშირის პროპაგანდა“. მისივე თქმით, მუზეუმის რუსეთის ოკუპაციის მუზეუმად გადაკეთებაც იგეგმებოდა, თუმცა არნიშნული არ განხორციელდა.
8. უძველესი და ულამაზესი ტაძრები - ავტორი მკითხველს სვეტიცხოველის, ბაგრატისა და გერგეთის ეკლესიების ნახვას ურჩევს.

9. ქართველი ხალხი და ქართული სტუმართმოყვარეობა - ბოლო მიზეზად ავტორი ქართველების სტუმართმოყვარეობას ასახელებს."ერთი შეხედვით, ქართველები შესაძოა, ძალიან სერიოზული და მკაცრი მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი ყველაზე კეთილები და სტუმართმოყვარეები არიან. ქართველებისთვის სტუმარი წმინდა რამ არის" - წერს გამოცემა.
CNN-ის სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ აქ http://edition.cnn.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42