რა პერიოდში ეწყება ქალს სექსუალური აქტიურობის აფეთქება და როდის ხდება მამაკაცი მეოჯახე
ეს საინტერესოა - 15:21, 23 May, 2016     64335
ადამიანი, სიცოცხლის განმავლობაში გამოიმუშავებს ხუთ ასტროლოგიურ ასაკს. ასაკის მატებასთან ერთად, შეძენილი გამოცდილება რჩება და სწორედ ამ გამოცდილებაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედნიერი ცხოვრება. ამ ყოველივეს კი, სწორედ, სიყვარულის ხუთი ასაკი განსაზღვრავს:
12-18 წელი – ეს არის კარდინალური ცვლილებების პერიოდი. ამ დროს ხდება პიროვნების სოციალურად ჩამოყალიბება. ოჯახი, სახლი, სკოლა – დიდ როლს თამაშობს, მაგრამ პირადულს იპყრობს სხვა ორიენტირები. ეს ასაკი ამბიციის დონის მიღწევით იწყება და, რაც უფრო იმატებს, მით მაღალია სასიცოცხლო პოტენციალი. ბიჭი თავს სუპერმენად უნდა მიიჩნევდეს. მისთვის ყველაფერი დასაშვებია. აღელვებს ყველაფერი, უჩნდება კითხვები სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით. მას აინტერესებს ყველაფერი, რაც ამ საკითხს შეეხება. ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერია გოგონებისთვის – მათი მიზანია სიყვარულის დამტკიცება. მთავარია, ეს სიყვარული იყოს წმინდა, სუფთა, პლატონური. სწორედ სიყვარულის გრძნობის ცოდნა ამზადებს მათ მომავლისთვის. ბიჭებს კი ამ დროს ამ თემაზე უხეში, საპირისპირო აზრი აქვთ.
19-24 წელი – ბიჭი ამ დროს უფრო გულგახსნილია. მას თან სდევს იმის შეგრძნება, რომ სამყარო სწორედ მისთვისაა შექმნილი და ყველაფრის დატევა სურს სიყვარულით სავსე გულში. ამ ასაკში ყალიბდება ქალისადმი პატივისცემა და მისი გაგება. თუ ის ამ წლებში არ მიეჩვევა ქალისადმი პატივისცემას, მერე ვერაფერს ისწავლის და ვერც ვერასდროს განიცდის ამ გრძნობას. 19 წლის გოგონები ამ დროს ბრწყინვალედ გამოიყურებიან, დარწმუნებულნი არიან თავიანთ სიყვარულში, აქვთ სურვილი, ჭკუიდან შეშალონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.
25-32 წელი – ზუსტად ამ ასაკში ხდება უმეტესწილად ქორწინება, მაგრამ, ქალიც და მამაკაციც ამ ყველაფერს, ჩვეულებრივ, სიყვარულს მიაწერენ. ამ პერიოდში მამაკაცი წყნარდება, ხანდახან ცხოვრების მიზანი უქრება, ცივდება ქალის მიმართ. ადვილია მისი დაყოლიება, თუ ჭკუით მივუდგებით მის გრძნობებს. მას ჯერ არ გაუთავისებია მამისა და ქმრის ვალდებულებები. გოგონა ამ ასაკში გარდაიქმნება ქალად – ამაზე მეტყველებს მისი საქციელი, პატივისცემა მამაკაცების მიმართ. ის იბრძვის მიზნის მისაღწევად. ქალის შეცვლა ამ პერიოდში დამოკიდებულია მამაკაცის ყურადღებაზე.
33-42 წელი – ეს არის ასაკი, როდესაც მამაკაცისთვის გართობის და „ფლირტაობის” დრო მთავრდება. საზოგადოებრივი მოღვაწეობა და თავისუფლება სჭირდება მას კარიერის შესაქმნელად. წინა ეტაპები, რაც ავსებს გამოცდილებას, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს საპირისპირო სქესისადმი, უნდა „გადმოღვაროს” ოჯახში – ასეთია განვითარების კოსმიური კანონი. ამ ასაკში ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის ხდება ოჯახის, ქმრის, შვილების მთავარი ღერძი. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, ეს სწორედ 42 წლამდე ასაკში ხდება. ამ პერიოდის კრიზისი ძალიან რთულად მიმდინარეობს მამაკაცებში.
43-50 წელი – ეს პერიოდი ადამიანში ამცირებს ენერგეტიკულ პოტენციალს, ჩნდება სისუსტე, აწუხებს ყველაფრის დაკარგვის შიში. ამ კრიზისის დროს უნდა დაეხმაროთ მამაკაცს, რათა პრობლემები დააძლევინოთ. რაც შეეხება ქალს, მას სწორედ ორმოცი წლის ასაკის შემდეგ ეწყება სექსუალური აქტიურობის აფეთქების პერიოდი და ეძებს ძლიერ პარტნიორს.


წყარო: „ჟურნალი „თბილისელები“




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42