MEETING ROOM - ბიზნეს კონფერენციების ციკლი პაშა ბანკისგან
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:02, 23 May, 2016     1276

პაშა ბანკი ახალ პროექტს იწყებს: MEETING ROOM - ესარისსხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც შექმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებას.

MEETING ROOM - ის ფარგლებში პაშა ბანკი პირველ კონფერენციას 25 მაის სსასტუმრო Radisson Blu Iveria-ში უმასპინძლებს. შეხვედრის თემა იქნება „სასტუმროების დეველოპმენტი საქართველოში.“

კონფერენცია ტარდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და Colliers International-ის მხარდაჭერით.

სპეციალურად მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: სასტუმრ ობიზნესის მიმოხილვა, ტურიზმის დეპარტამენტის მოლოდინი და არსებული ტენდენციები, სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორების ბიზნეს მოდელი და ტიპიური მოთხოვნები, სასტუმრო ბიზნესის და ფინანსების პრაქტიკა და კრიტერიუმები.

ფორუმზე ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ისაუბრებენ შემდეგი სპიკერები:

Ø გიორგიჩოგოვაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი

Ø მარკ ფინი, Colliers International-ის სასტუმროების და კურორტების საკონსულტაციო განყოფილების უფროსი/| UK Office

Ø გოგა ჯაფარიძე, პაშა ბანკის კომერციული დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი

Ø გოგა კაპანაძე, აქსისის გენერალური დირექტორი

Ø თამუნა გულედანი, შერატონ მეტეხი პალასი, გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი

ფორუმის მოდერატორი იქნება გიორგი შარაშიძე, Georgia Today-ის რედაქტორი და გენერალური დირექტორი.

“მოხარული ვარ, რომ სულ მალე წარვადგენთ ჩვენს ახალ პროექტს MEETING ROOM, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი. 2013 წლიდან საქართველოში არაერთ ბიზნეს სექტორს ვემსახურებით და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია სასტუმრო ბიზნესი.

ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს განვითარებას, რადგან ცხადად ვხედავთ მის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი მიზანია, აქტიურად ჩავერთოთ ადგილობრივი და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროცესში მსხვილი პროექტების დაფინანსების გზით.“-განაცხადა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

“იმ ფონზე როდესაც ყოველთვიურად სულ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, როდესაც უფრო მეტი სასტუმრო იხსენება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და კურორტზე, ამ თემაზე მრავალმხრივი დისკუსიის არსებობა და, რაც მთავარია, კერძო სექტორის ჩართულობა ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარების საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით ჩართულია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია პროექტში MEETING ROOM. როგორც იცით, წელს იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოს 1 596 916 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.4%-ით მეტია. 2016-2017 წლებში საქართველოში 80-ზე მეტი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.” - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42