„აქციე სურვილი ხელნაკეთ რეალობად“ – hama.ge და მისი სრულყოფილი ხელნაკეთი ნივთები (ფოტო)
ეს საინტერესოა - 11:00, 23 May, 2016     8596

ხელნაკეთი ნივთები მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს, რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით არც საქართველოა გამონაკლისი, თუმცა, სრულყოფილი, საკუთარ იდეებსა და სურვილზე მორგებული პრდუქციის მიღება საკმაოდ რთულია.

„ნიუპოსტი“ გიამბობთ hama.ge-ს იდეალურ საქმიანობაზე, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე სათანადო შთაბეჭდილებას მოახდენს. Hama.ge სამი მეგორბრის წამოწყებული ბიზნესსაქმიანობაა, რომელიც ხელნაკეთი ნივთების შექმნასა და მსურველთა იდეების რეალობად ქცევას ითვალისწინებს, ამაზე საუბრობს სლოგანიც - „აქციე სურვილი ხელნაკეთ რეალობად“...

„ნიუპოსტი“ გიორგი ჯიქიას ესაუბრა, რომელმაც გაგვაცნო დეტალები hama-ს საქმიანობის შესახებ და იმის თაობაზე, რომ იდეა, რომელიც ქართველმა მომხმარებელმა დადებითად მიიღო, მალე გაფართოვდება და საქართველოს საზღვრებსაც გასცდება:

- რატომ გადაწყვიტეთ ამ საქმიანობის წამოწყება და რა იყო ე.წ. ინსპირაციის წყარო?

- მეგობრები, რომლებმაც დავიწყეთ ეს საქმიანობა, ვმუშაობდით ისეთ სამსახურებში, რომელიც მხოლოდ ფინანსური შემოსავლის წყარო იყო და საქმიანობა სიამოვნებას არ გვანიჭებდა. გარდა ამისა, ხელფასის ზრდასთან ერთად გვეზრდებოდა მოთხოვნილებებიც (მოთხოვნილებები უფრო სწრაფად) :))). შეიძლება ითქვას, რომ ის დრო დადგა, როცა რაღაც უნდა შეცვლილიყო ჩვენს ცხოვრებაში. დროდადრო გავაცნობიერეთ, რომ შეგვეძლო ჩვენი საერთო ხედვებით წამოგვეწყო საერთო ბიზნესი. იდეა თავიდანვე საკმაოდ ბევრი გვქონდა, ზოგზე წარმოქმნისთანავე უარი ვთქვით, ზოგი კი ფინანსურმა მდგომარეობამ ჩაშალა. ასე თუ ისე, რაღაც კრიტერიუმებით რამდენიმე იდეა გაიფილტრა და საბოლოოდ მივიღეთ დღევანდელი პროდუქტი, hama.ge.უმთავრესი ფილტრი, რომელიც ჩვენს იდეას უნდა გაევლო, იყო ინოვაციურობა ქართულ ბაზარზე და მთავარი, ჩვენს მიერ მიწოდებული პროდუქციით/მომსახურებით მომხმარებელი აუცილებლად მინიმუმ კმაყოფილი ან აღფრთოვანებული უნდა ყოფილიყო. პლუს ამას, ეს საქმიანობა ჩვენთვისაც არ უნდა ყოფილიყო რუტინული. შეიძლება ითქვას , რომ იდეის ტექნიკური ინსპირაციის წყარო გახდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შექმნილი „ფაბლაბი“, სადაც ჩვენ გავეცანით მასში არსებული ტექნიკის გასაოცარ შესაძლებლობებს.

- ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობაში ხართ ჩართული - მეგობრები თუ/და ბიზნეს-პარტნიორები?

- hama.ge -ში ბიზნეს-პარტნიორების სახით გაერთიანებული ვართ 3 ადამიანი. ჩვენი მეგობრობა უკვე წლებს ითვლის და იგი გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე hama-ს იდეა დაიბადებოდა. გვყავს მე-4 თანამშრომელი, მხატვარი ანანო, რომელიც hama-ს ფერებში გარდასახავს. თუმცა, საბოლოოდ hama-ს მხოლოდ ჩვენ 4-ნი არ ვქმნით.მას ქმნის თითოეული მომხმარებელი, რომელიც სასურველ ნივთს უნიკალური დიზაინით რეალობაში გარდასახავს. უკეთ რომ ვთქვათ, იდეასა და რეალურ პროდუქტს შორის არსებულ გზაზე ჩვენ უბრალოდ შემსრულებლები ვართ.

- როდის წამოიწყეთ ეს საქმიანობა?

- საქმიანობა დაახლოებით 5 თვეა წამოვიწყეთ, თუმცა, პროდუქციის შესაქმნელად დრო დაგვჭირდა. დიდ ძალისხმევას მოითხოვდა დიზაინისა და ხარისხის დახვეწა. ბაზარზე თამამად მხოლოდ ამის შემდეგ გამოვჩნდით. შეიძლება ითქვას დღევანდელი hama.ge-ს საქმიანობა მხოლოდ 2 თვეს ითვლის.

- მას შემდეგ რაც დაიწყეთ ორიგინალური ნივთების შექმნა, გამოჩნდნენ თუ არა კონკურენტები და არსებობს თუ არა რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი?

- ყველანი, ვინც მსგავს საქმიანობაში ვართ ჩართულები, ვქმნით ახალს, მომხმარებლისთვის სასურველს, რომელიც თითოეულ მათგანს სიამოვნებას ანიჭებს. შესაბამისად, მათი კონკურენტები მხოლოდ ბიზნესის გადმოსახედიდან შეიძლება დაგვერქვას. გარდა ამისა, კონკურენტების არსებობა უფრო მეტ სტიმულსა და მოტივაციას გვაძლევს, რაც საბოლოო ჯამში აისახება კიდეც პროდუქციის ხარისხზე და კმაყოფილ მომხმარებელზე.

- მასალა რომლითაც მუშაობთ და ძირითადად რა ნივთებს ქმნით?

- რაც შეეხება პროდუქციას, დღესდღეობით წარმოებაში გვაქვს ხის ბლოკნოტები, ღვინის ყუთის სასაჩუქრე ყუთები, ჭიქის სადგამები, ბრელოკები, მოხატული ნივთები, საათები, 3D ფიგურები, სანათები, ჭაღები, საკანცელარიო ნივთები და სხვა. თუმცა, დროდადრო აუცილებლად გაიზრდება პროდუქციის ჩამონათვალი, ვინაიდან Hama.ge ფანტაზიის რეალობად ქცევის საუკეთესო საშუალებაა. რაც შეეხება მასალას, ძირითადად ხეზე და ორგანულ მინაზე ვმუშაობთ, ზოგჯერ ტყავსაც ვიყენებთ. თითოეული ნივთი საკმაოდ ბევრი კრიტიკისა და შეფასების შემდეგ იღებს საბოლოო სახეს. ეს კრიტიკა, საწყის ეტაპზე, ჩვენი შიდა სამზარეულოდან მოდის, თუმცა, ნებისმიერი რჩევა თუ კრიტიკა მომხმარებლისა და გარე პირის მხრიდანაც მისაღები და ხშირ შემთხვევაში გათვალისწინებულია.

- მსურველს შეუძლია თუ არა საკუთარი სურვილისამებრ შეგიკვეთოთ სხვადასხვა ნივთი? ანუ იდეა მათი და იდეის რეალურად ქცევა თქვენი?

- „აქციე სურვილი ხელნაკეთ რეალობად“ - hama.ge-ს ეს სლოგანი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ თითოეული ნივთი არის ინდივიდუალური ხედვისა და სურვილის შედეგი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას საკუთარი, უნიკალური დიზაინი - ნატურალური ხის ან ფერებში გარდასახული.

- როგორ შეძლებს მსურველი სასურველი პროდუქციის შეძენას და გეგმავთ თუ არა გაფართოებას, მაგალითად მაღაზი(ებ)ის გახსნის კუთხით?

- მომხმარებელსა და ჩვენს შორის ურთიერთობაჯერ მხოლოდ Facebook გვერდის საშუალებით ხდება, უახლოეს მომავალში კი ჩაეშვება ჩვენი საიტიც, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მომხმარებელსა და მის სურვილებზე. თითოეული მომხმარებელი გაცილებით მარტივად შეძლებს მიხვდეს რისი შექმნა შეუძლია. რაც შეეხება მაღაზიას, უკვე მომხმარებელიც ითხოვს და უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ hama.ge-ს მაღაზიას.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?


- ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი უკვე განვითარების ისეთ სტიმულს გვაძლევს, რომ დღითიდღე გვემატება ახალი გეგმები, ვხდებით უფრო ამბიციურები. ვინაიდან რეგიონებში დიდი მოთხოვნაა, ჩვენი უახლოესი მიზანია თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში მაღაზიის გახსნაა. ჩვენს მომსახურებას დაემატება ადგილზე მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით. უახლოეს მომავალში საქართველოს ნებისმიერ წერტილში შესაძლებელი იქნება ჩვენი პროდუქციის მიწოდება. ხოლო, რაც შეეხება შორს მიმავალ გეგმებს - ჩვენი მიზანია პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რადგან ვთვლით , რომ ამ კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს. ბევრი ჩვენი უცხოელი მეგობარი აღფრთოვანებულია ამ ყველაფრით რასაც ჩვენ ვქმნით.

- რამდენად დადებითად მიიღო ქართველმა მომხმარებელმა თქვენი საქმიანობა და თვლით თუ არა, რომ თქვენი მოლოდინი გამართლდა?

-ჩვენს საერთო შეფასებას თავად მომხმარებელს მივანდობთ, თუმცა, ჩვენი გადმოსახედიდან და სტატისტიკურად გაყიდული ნივთების feedback-ებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ hama.ge-ს პროდუქციამ მოწონება ნამდვილად დაიმსახურა. მოლოდინი და მიზნები გაცილებით დიდი გვაქვს, ვიდრე ამ ეტაპზე ფიქსირდება, თუმცა ვთვლით, რომ ყველაფერი წინაა. მომხმარებელს აუცილებლად ვპირდებით, რომ ხარისხი და სურვილთან მაქსიმალურად მიახლოებული ხელნაკეთი რეალობა უპირველესი მიზანი იქნება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42