EgyptAir-ის თვითმფრინავის "შავი ყუთების" მოსაძებნად წყალქვეშა ნავი გაგზავნეს
მსოფლიო - 10:15, 23 May, 2016     2186
ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფათაჰ ალ-სისის განცხადებით, ხმელთაშუა ზღვაში, ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილას "შავი ყუთების" მოსაძებნად, წყალქვეშა ნავი გაგზავნეს.

მისი თქმით, გაგზავნილ წყალქვეშა ნავს წყალში სამი კილომეტრის სიღრმეზე შეუძლია ჩასვლა.

ეგვიპტის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად Airbus A320-ის კატასტროფის გამომწვევი მიზეზების ყველა ვერსია განიხილება და დასკვნების გაკეთება ნაადრევია. როგორც ალ-სისიმ განაცხადა, გამოძიებას დროს დასჭირდება.

ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო Airbus A320, რომელიც ფრენას პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა , კაიროს საჰაერო სივრცესთან მოახლოებისას 19 მაისს გაუჩინარდა.

თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი - 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

ორდღიანი ძებნის შემდეგ, გაუჩინარებული ლაინერის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით, 290 კილომეტრში აღმოაჩინეს.

ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფათაჰ ალ-სისის ინფორმაციით, EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის, А320-ის კატასტროფის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა.

ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის შარიფ ფატჰის განცხადებით კი, ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ტერაქტი ან მექანიკური დაზიანება უფროა, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობა.

კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე ავიალაინერის სალონში კვამლის დეტექტორი ამუშავდა. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის საავიაციო ინციდენტების გამოძიებისა და ანალიზის ბიურომ დაადასტურა. ავიაკომპანიის წარმომადგენელის განცხადებით კი , გაუჩინარებიდან დაახლოებით 2 საათში განგაშის სიგნალი დაფიქსირდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42