ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა „ქართულ გაზეთთან“ ინტერვიუში წინა ხელისუფლების პატიმრობაში მყოფ ყოფილ წევრებზე ისაუბრა. მისი თქმით მას არ გონია, რომ გიგი უგულავა ციხეში დიდხანს გაჩერდეს და მიაჩნია, რომ უგულავას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. კოღუაშვილი ვანო მერაბიშვილსაც გარემოების მსხვერპლად მიიჩნევს.
თუმცა გაუგებარია რატომ გაბრაზდა ქართული ოცნების პოლიტელიტა დავით კოღუაშვილზე, მაშინ როცა იგივე ადამიანები სიმშვიდით შეხვდნენ ექსპრემიერის ბიძინა ივანშვილის მიერ 2011 წლის 12 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, როცა ოლიგარქი მერაბიშვილს ,,დადებითი თვისებების“ მქონე პიროვნებას უწოდებდა და ამბობდა, რომ მერაბიშვილი მას ,,ხშირად აოცებდა ხოლმე ეკონომიკაში სერიოზული კომპეტენტურობით“.
2011 წელს პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილზე ამბობდა:
“რადგან სახელისუფლო გუნდზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე მინდა, მივმართო მერაბიშვილს, რომელსაც ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას.
მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ.
მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას”.
ბიძინა ივანიშვილი 9 ივლისსაც მოერიდა მერაბიშვილის უარყოფითად მოხსენიებას. პირიქით ამ უკანასკნელმა წინა ხელისუფლების ერთ-ერთ ლიდერს მოაზროვნე უწოდა.
“ვანო მერაბიშვილი დღევანდელ ხელისუფლებაში ერთ-ერთი მოაზროვნე პიროვნებაა”.
არქივი ინახავს ყოილი პრემიერის განცხადებას იუსტიციის ყოფილ მინისტრზე. ივანიშვილი ამბობდა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი იყო.
„ადეიშვილი ახსენეთ და ის ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნებაა. სხვათაშორის, წინა ხელისუფლებაში ჩემთვის ყველაზე საინტერესო გადმოსახედიდან ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო ადეიშვილი.
,,ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რაც ფიქრობენ კოღუაშვილის ამ განცხადებაზე უმრავლესობის სხვა წევრები და როგორ აფასებენ ისინი დღეს ივანიშვილის მიერ 2011 წელს გაკეთებულ იგივე შინაარსის განცხადებებს.
- თქვენ ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდით ბატონ კოღუაშვილს უგულავაზე და მერაბიშვილზე გაკეთებული განცხადების გაკეთების გამო გააკრიტიკეთ. მინდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეგახსენოთ, მერაბიშვილზე დადებით კონტექსტში ივანიშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკაში გამოჩენის პირველივე დღიდან საუბრობდა. ყოფილი პრემიერი არც ზურაბ ადეიშვილის მიმართ იყო უარყოფიდად განყწტობილი და ნიჭიერ კაცს უწოდებდა, მაშინ რატომ არ გააპროტესტეთ წინა ხელისუფლების ლიდერების ქება?
ზურაბ ტყემალაძე: უჭკუო არისმეთქი არც ახლა გეუბნებით. ნამდვილად ჭკვბიანი ადამიანია ერთიც და მეორეც. აქ საუბარია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ამიტომ ყველა ადამიანმა პატივი უნდა სცეს და დაემორჩილოს სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებას.
დეუტატმა თამაზ მეჭუარმა, რომელმაც "ქართული ოცნება" ოფიციალურად დღეს დატოვა რიგითი კოღუაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ფიგურის ერთმანეთთან შედარების გამო გვისაყვედურა, თუმცა არც ის დამალა რომ თავის დროზე კოალიციის შემქმნელისგან ყოფილი ხელისუფლების წევრების ქება არ გახარებია.
"რატომ გგონიათ, რომ მაში მომეწონა ეს განცხადებები? - ეს განცხადება არც მაშინ არ მომწონებია, თუმცა ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელიც თვითონ იყო ამ პარტიის დამაარსებელი და მას გაცილებით მეტის უფლებაჰქონდა, კოღიაშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღვის პარტიაში და არ შეიძლება ასეთი ამბიციური განცხადებები გააკეთოს. მისგან ეს ანცხადებები არალოგიკურია"- განუცხადა "ნიუპოსტს" მეჭიაურმა.
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მეორე ნომერი ელენე ხოშტარია "ნიუპოსტთან" საუბრისას ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" განსხვავებული აზრი მიუღებელია.
"ის ადამიანები, რომლებიც "ქართული ოცნების" წევრები არიან და აკეთებენ ნატოს საწინააღმდეგო განცხადებებს, ებრძვიან დასავლეთს, აკეთებენ ქსენოფობიურ განცხადებებს ეს ადამიანები არ ისჯებიან. არასდროს კეთდება ასეთ განცხადებებზე განმარტებები, პარტიის ლიდერების მხრიდან. ამ შემთხვევაში, როცა ამ ადამიანმა გამოთქვა დადებითი აზრი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მყისიერად მოხდა ამ განცზადების დაგმობა და შეიძლება გარიცხონ კიდეც პოლიტსაბჭოდან. ეს მეტყველებს, იმაზე რომ ხელისუფლება დაკავებულია მხიოლოდ იპონენტების დისკრედიტაციით' - თქვა ხოშტარიამ.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






