21 მაისის ანონსი
ანონსი - 21:24, 20 May, 2016     1281

10:00 საათზე - სასტუმროში „რუმს თბილისში“ კულტურის სფეროში მოღვაწე ცნობილი ქართველი ქალების მიერ დაარსებული „ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“ მართავს თბილისის პირველ საერთაშორისო კონფერენციას „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისათვის“.

კონფერენცია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

საკონტატქო პირი: ნათია მეფარიშვილი 595 49 99 99

13:00 საათზე - თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და სატრანსპორტო კომპანიის გენ.დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკუთრებაში არსებულ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანას დაათვალიერებენ.

აღნიშნულ ქარხანაში სავაგონო პარკის განახლების პროგრამის ფარგლებში მოდერნიზაცია უტარდება თბილისის მეტროს ვაგონებს.

მისამართი: ელ.დეპო გლდანი - წყალსადენის ქN55

საკონტატქო პირი: ლანა ქარდავა 577 15 85 72

12:00 საათზე - ახალციხის რაიონს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრება. მინისტრი ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის - ანზორ გელდიაშვილის სახელს მიანიჭებს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაღუპული გმირის ოჯახსაც ესტუმრება.

13:00 საათზე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართევა. უნივერსიტეტში შეხვედრა ახალციხის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით ეწყობა.

მისამრთი: ახალციხე, რუსთაველის ქ. №106

14:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში წერილის წერის 2016 წლის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართება. „საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოტო კავშირის ორგანიზებით წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს უკვე მესამედ ატარებს.

14:30 საათზე, მცხეთაში კარიბჭის შენობასთან დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის ახალგაზრდობასთან ერთად, მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და გააკეთებს განცხადებას მცხეთის მუზეუმთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გადაწყდა-მუზეუმ ქალაქში,კონკრეტული პირების ხელის შეშლის გამო, მუზეუმის დღე ვერ აღინიშნება.

15:00 საათზე - პროფკავშირების კულტურის სახლში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით ჩატარდება აქცია-კონცერტი, სადაც სამგორის რაიონში მოქმედი ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებლები და აღმზრდელები მიიღებენ მონაწილეობას.

მის: თბილისი. ვაჟა–ფშაველას I შესახვ. 1/43

საკონტაქტო პირი: თამარ დარსაველიძე ტელ: 598 59 11 31





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42