ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმი დაამტკიცა
მსოფლიო - 18:12, 20 May, 2016     21597

ევროკავშირის შინაგანი საქმეების საბჭოს გადაწყვეტილებით, წინადადება, უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმის შესახებ, მიღებულია.

მექანიზმი უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, შეჩერების მოქმედების მანამდე არსებული 6 თვიანი ვადა 2 თვემდე შემცირდა, ასევე გაიზარდა შეჩერების საფუძვლების არეალიც.

ახალი წესის მიხედვით, ევროკომისიას ასევე ეძლევა უფლება შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ქვეყანასთან, რომელიც არ შეასრულებს რეადმისიით ნაკისრ ვალდებულებებს.

საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შეწყვეტის საფუძვლად ასევე დასახელებულია უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე პირების მხრიდან 90 დღიანი რეჟიმის მასიური გადაცილება და მასიური არალეგალური დარჩენა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან.

როგორც ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, ამჟამად არსებული რეგულაციით, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი რთული პროცედურაა. ძველი მექანიზმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების 6-დან 9 თვემდე დადგენილ პროცედურას ითვალისწინებდა, რაც ინიციატორი ქვეყნების აზრით, არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდია. ახალი წესით, შეჩერების მაქსიმალურ ვადად 12 თვე არის განსაზღვრული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42