თანაინვესტირების ფონდისა და Marriott-ის ერთობლივი პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ Marriott-მა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა სასტუმროების უნიკალური შერწყმა ლანდშაფტთან და გარემოსთან, აქცენტი გაკეთდა ასევე პროექტების ორიგინალობაზე, ეკოლოგიურობასა და ინდივიდუალიზმზე. მოხარული ვარ, რომ თანაინვესტირების ფონდსა და Marriott-ის წარმომადგენლობას შორის მოხდა ინტერესთა სრული თანხვედრა, და საქართველოს შეემატება უმაღლესი კლასის სასტუმროები, რაც ქვეყნის იმიჯსა და პრესტიჟს დადებითად იმოქმედებს. მინდა გისურვოთ წარმატება და გამოვთქვა იმედი, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს უფრო მეტი საინტერესო ბრენდისა და ინვესტიციის შემოსვლას საქართველოში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






