როგორც გამოცემა Independent-ი წერს, ჩინეთის ხელისუფლება იძულებული გახდა აფრიკულ პუბლიკაციას გამოხმაურებოდა, რადგან გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ინფორმაციას რამდენიმე საათში 26. 168 გაზიარება ჰქონდა.
სამხრეთ აფრიკული გამოცემები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და განაცხადეს, რომ ჩინეთის ჭარბი მოსახლეობის გამო, ხელისუფლება მათ დასასახლებლად და დასასაქმებლად ადგილებს ვერ შოულობს, ამიტომაც ადამიანების ხორცით ვაჭრობა გადაწყვიტეს.
აღნიშნულ თემაზე, ჩინეთის ელჩმა ზამბიაში იანგ იოუმინგმა ჩინურ მედიასთან ისაუბრა.
„დღეს, ადგილობრივმა გაზეთებმა გაავრცელეს ჭორი იმის შესახებ, რომ ჩინეთი ადამიანის ხორცს იყენებს და მას აფრიკის ქვეყნებში აგზავნის. ეს არის სრული ცილისწამება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. აღნიშნული ქმედების მიმართ, ჩვენ, გამოვხატავთ აღშფოთებას და მკაცრ სასჯელსაც“ - განაცხადა დიპლომატმა.
ჩინეთმა ზამბიაში დიდი ინვესტიციები განახორციელა, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო, საწარმოები იხურება და ადგილობრივები უმუშევრები რჩებიან.
როგორც „ინდეფენდენთი“ წერს, ხორცთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამო, ადგილობრივების უარყოფითი განწყობა ჩინეთის მიმართ, კიდევ უფრო გაიზრდება.
თავისმხრივ, ზამბიის თავდაცვის მინისტრმა პირობა დადო, რომ მთავრობა აღნიშნული საზიანო ინფორმაციის შესახებ გამოძიებას დაიწყებს.

მასალის გამოყენების პირობები






