„პროლეტარების ტანისამოსი“, ღარიბი ემიგრანტების მიერ იყო შექმნილი, რომლებიც „დევნილი ერების“ თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ. მაგრამ თუ ბრჭყალებს მოვაცილებთ, ზემოთ აღნიშნულ ფრაზებს და დავივიწყებთ ყოველგვარ რეკლამას – დარჩება მხოლოდ ჩვეულებრივი, ძველებური ჯინსები.
ლევი სტრაუსის ისტორიის ტრიუმფი ოკეანის სხვა მხარეს დაიწყო – ბავარიაში, სადაც იგი 1829 წელს, გირშ სტრაუსის შვიდშვილიან ოჯახში დაიბადა. იმ დროისათვის ,გერმანიაში ებრაელებისთვის თითქმის ყველაფერი იკრძალებოდა: მიწის დამუშავებაც და ვაჭრობაც კი. გამომუშავების ერთადერთ წყაროდ მხოლოდ კერვა რჩებოდა. მაგრამ ახალგაზრდამ ბედის ცდა ოკენის გადაღმა სცადა. ერთ დილას, ოჯახში ყველაზე პატარა შტრაუსმა ჩაიცვა სუფთა პერანგი, პურის ნატეხი ჩაიდო ჩანთაში და სამოგზაუროდ წავიდა.
ნიუ–იორკში ჩასვლის პირველივე დღეს, ლეიბ სტრაუსმა სამი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. პირველი, უნდა ესწავლა ენა, მეორე – სწრაფად უნდა გარკვეულიყო ამერიკის სავალუტო სისტემაში და მესამე, საჭირო იყო, რომ ებრაული სახელისთვის ამერიკული ჟღერადობის შემატება. თუ პირველ ორ პუნქტში გარკვეული გართულებები არსებობდა, მაშინ, მეორე დღის დილით, მან ახალი სახელით, ლევი სტრაუსით გაიღვიძა. ახლა კი ცოტა ხნით უკან დავბრუნდეთ.
ტურისტის სტატუსი რომ არ ჰქონოდა, მან გემზე თან წაიყოლა სხვადასხვა წვრილმანი და ტილოს გორგალი. თავისი კომერციული შესაძლებლობები მან გემზევე გამოსცადა. წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა: ყოველივე მისაღებ ფასებში გაიყიდა. ყველაფერი ტილოს გარდა. ნაპირზე გადასვლისას, ლევიმ გაიგო, რომ სან–ფრანცისკოში, მისი ნივთების ფასი, რომლებიც გემზე გაყიდა, ოთხჯერ მაღალი იყო. ახალგაზრდა მოგზაური ცოტა ხნით იმედგაცრუებული იყო: მაგრამ მას ტილოს გორგალი დარჩა! ამ შემთხვევაში კი, მისი იაფად გაყიდვა არ შეიძლებოდა.
პირველივე დღეებში, ლევი კალიფორნიის ოქროსმაძებართა ბანაკში გაემგზავრა. ტილოს გამოყენება კარვის გასაკეთებლად იყო შესაძლებელი, მაგრამ ამის საპასუხოდ, კალიფორნიის ბანაკში მას უთხრეს: „ჩემი შარვლიდან ორი ნახვრეტი დარჩა. შენი ტილოთი რა ადგილი დავიფარო მაჩვენებ?!“
ამ დიპლომატიურ ნოტაზე ლევი გაფითრდა. იდეა! მისმა პირველმა მარკეტინგულმა გამოძიებამ აჩვენა, აქ კარვებზე სულაც არ იქნებოდა მოთხოვნა. რამდენიმე დღის შემდეგ, ზემოთ მოყვანილი წინადადების ავტორს, ლევიმ ტილოსგან შეკერილი შარვალი შესთავაზა. ამბობენ, რომ დიზაინი თავად შექმნა და შეკერვითაც თავად შეკერა. ეს იყო ჩვეულებრივი შარვალი, როელიც ორმაგი ნაკერებით იყო გაკერილი, ეს შარვალი მფლობელს ქამრისგან თავის არიდების საშუალებას აძლევდა და მას ბევრი ჯიბე ჰქონდა. ამასთანავე, მისი გარეცხვა და გაწმენდა ძალიან ადვილი იყო.
ასე შეიქმნა პირველი ჯინსი. როდესაც დიდი რაოდენობით გამოვიდა, მათი ღირებულება ერთ დოლარასა და 46 ცენტს შეადგენდა. 1850 წელს პირველი სერია გამოვიდა და ძალიან სწრაფად გაიყიდა. ცოტა ხნის შემდეგ კი დაარსდა ფირმა, Levi Strauss & Co, რომელიც სამუშაო ტანისამოსს აწარმოებდა. კომპანია თავდაპირველად საკუთარი პროდუქციის უმრავლესობას აპატენტებდა.
დრო გადიოდა, ლევის ბიზნესი ფართოვდებოდა. როცა მისმა კომპანიამ 23 წლისთავი აღნიშნა, მან მკერავ ჯეიკობ დევისისგან წერილი მიიღო, რომელიც სტრაუსისგან მატერიას ყიდულობდა. დევისი იუწყებოდა, რომ მისი კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ შარვლის ჯიბეების კუთხეების სწრაფად გაფუჭების გამო. გამუდმებული უკმაყოფილების გამო, დევისმა მეტალის ფიქსატორები დაამაგრა „სუსტ“ ადგილებში. ამის შემდეგ მან ახალ შარვლებზე გამოიყენა ეს მეთოდი. კლიენტების უკმაყოფილება კი შეწყდა. დევისმა ფინანსური გართულებები განიცადა და ლევის მიმართა: „თუ თქვენ გასავლის ნახევარს თქვენს თავზე აიღებთ დაპატენტების საკითხებში, ამით თქვენ არაფერს დაკარგავთ“. ლევიმ უეცრად დაიჭირა საქმის არსი. 1873 წლის 20 მაისს. სტრაუსის კომპანიამ მოიპოვა ლიცენზია, მეტალის ფიქსატორებიანი ჯინსების ცალმხრივად წარმოების შესახებ. სწორედ ეს რიცხვი ითვლება ჯინსის ოფიცილურ დაბადების თარიღად. მეტალის ფიქსატორები გახდა ის უკანასკნელი შტრიხი, რომელმაც ფირმა, Levi's–ის სტილი შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები






