სელფი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სმარტფონების გამოჩენას მალევე მოჰყვა ე.წ. სელფის ჯოხი.
რამდენიმე დღის წინ კი მსოფლიომ ავტომატური , არარეალურად სრულყოფილი სელფის ჯოხი გაიცნო, რომელიც რამდენიმე საათში თვითერში ტრენდულ თემად იქცა.
ვიდეო, რომელიც ახალ ჯოხს წარმოგვიდგენს, ნამდვილად შთამბეჭდავია. ახალი სელფისჯოხს ისეთი ფუნქციები აქვს დამატებული, როგორიცაა ავტომატური განათება და ქარის ეფექტი.
რამდენიმე დღის განმავლობაშ, სოციალური ქსელის მომხმარებლების მთავარ კითხვასწაარმოადგენდა, თუ სად შეეძლოთ მათ ახალი სელფის ჯოხის შეძენა.
როგორც აღმოჩნდა, მათ წინ დიდი იმედგაცრუება ელოდათ, რადგან ავტომატური და სრულყოფილი სელფის ჯოხი, რეალურად არ იყიდება.
ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო, ვირუსული მარკეტინგისა და ეფექტური ვიდეორგოლების მწარმოებელმა კომპანია Thinkmodo-მ შექმნა.
Thinkmodo 2011 წელს, ნიუ-იორკში, მწერალმა და რეჟისორმა ჯეიმს პერსელეიმ და მაიკლ კრივისმა დააფუძნეს.
მათი ახალი ვიდეორგოლი კი, პროდიუსერ სემ პუზულოს დაკვეთა აღმოჩნდა.
ახალი სატელევიზიო შოუს რეკლამირება, რომელიც 6 ივნისს იწყება, პუზულომ Thinkmodo-ს ვირუსული ვიდეოთი გადაწყვიტა და მსოფლიოც აალაპარაკა.
მასალის გამოყენების პირობები






