EgyptAir -ის გამცილებელმა, 2 წლით ადრე, ჩაძირული თვითმფრინავის ფონზე ფოტო გამოაქვეყნა (ფოტო)
მსოფლიო - 13:25, 20 May, 2016     11437
ორი დღის გაუჩინარებულ ეგვიპტურ თვითმფრინავს ამ დრომდე ეძებენ.
Dailymail-ი დღეს საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა ან პირიქით, ინფორმაციამ შესაძლია, თვითმფრინავის გაუჩინარების ფაქტს ფარდა ახადოს და ტერაქტის ვერსია დაადასტუროს.
როგორც აღმოჩნდა, EgyptAir-ის თვითმფრინავის A320-ის გამცილებელმა , 27 წლის ეგვიპტელმა სამარ ეზედინმა კატასტროფამდე ორი წლით ადრე სოციალურ ქსელში ჩაძირული თვითმფრინავის ფონზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ სტიუარდესა ზღვიდან სველი ტანსაცმლით ამოდის, ხელში ჩემოდანი უჭირავს, უკანა ფონზე კი ჩაძირული თვითმფრინავის კუდი ჩანს.
გამოცემის თანახმად, სამარამ ფოტო 2014 წლის 26 სექტემბერს, ჯერ კიდევ მუშაობის დაწყებამდე 4 თვით ადრე გამოაქვეყნა.სამარ ეზედინი გაუჩნარებული ლაინერის ბორტზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Egypt Air-ის კუთვნილი სამგზავრო Airbus A320, რომელიც ფრენას პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა , კაიროს საჰაერო სივრცესთან მოახლოებისას გუშინ გაუჩინარდა.

თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი - 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

რამდენიმე წუთის წინ გავრცეკებული ცნობით, მაშველებმა გაუჩინარებული ლაინერის ფრაგმენტები და მგზავრთა პირადი ნივთები ქალაქ ალექსანდრიიდან ჩრდილოეთით, 290 კილომეტრში აღმოაჩინეს. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა EgyptAir-ის წარმომადგენელმაც.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგრეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის გემები და ავიაციაა ჩართული. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ლაინერის ფრაგმენტები და 2 მგზავრის ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა საბერძნეთის საჰაერო ინციდენტების მთავარმა გამომძიებელმა ატანასიოს ბინისმა დღეს ინფორმაცია უარყო.

ავიაკომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, გაუჩინარებიდან დაახლოებით 2 საათში განგაშის სიგნალი დაფიქსირდა.

ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის შარიფ ფატჰის განცხადებით კი, ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილისამგზავრო ლაინერის გაუჩინარების მიზეზი ტერაქტი ან მექანიკური დაზიანება უფროა, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42